საქორწინო ბეჭდები

დავით ბაგრატიონმა ცოლად ბეგაშვილი შეირთო - სამეფო კლუბი ფოტოს აქვეყნებს

21731
(განახლებულია 15:55 02.01.2021)
დავით ბაგრატიონი მეორედ ძველ სიყვარულზე დაქორწინდა - ქართველი პრინცის რჩეული ბეგაშვილია. ნახეთ ფოტოები

2021 წელი სამეფო კლუბმა საზოგადოებას ახალი ამბით მიულოცა. მათ ოფიციალურ გვერდზე დავით ბაგრატიონის და უცნობი გოგონას ფოტო გამოაქვეყნეს და საზოგადოებას ახალი წელი ასე მიულოცეს.

მეფე დავით ბაგრატიონის და პრინცესა ირინას ფოტოს დიდი ინტერესი მოჰყვა. საზოგადოება დაინტერესდა ვინ იყო პრინცესა ირინა. როგორც ირკვევა, პრინცესა ირინა დავით ბაგრატიონის ახალი ცოლია, რომელსაც ადრე ხვდებოდა.

პრინცესა ირინას და დავით ბაგრატიონის რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ბაგრატიონი ქართველ სექს-სიმბოლოს შორენა ბეგაშვილს დაშორდა და ანა ბაგრატიონთან დაქორწინებისთვის ემზადებოდა.

ცნობილია, რომ დავით ბაგრატიონს შორენა ბეგაშვილი უყვარდა, მაგრამ როცა სამეფო ტიტულის მისაღებად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე დაქორწინება შესთავაზეს, სურდა შორენა უბრალოდ მის პარტნიორად დარჩენილიყო და ოჯახის პარალელურად მასთანაც ჰქონოდა ურთიერთობა, მაგრამ შორენა ბეგაშვილმა ამაზე უარი თქვა და ე.წ მეფე მიატოვა.

დავით ბაგრატიონმა ახალი ბეგაშვილი იპოვა, ოღონდ ირინა ბეგაშვილი, რომელსაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე დაქორწინების შემდეგ დაშორდა. როგორც იცით ბაგრატიონების ოჯახი დაინგრა, დავითი კი ირინა ბეგაშვილს დაუბრუნდა და საგურამოში ერთად ცხოვრობენ.

21731
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2657)
საქართველოს პროკურატურა

„კარტოგრაფების საქმე": პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

5
უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა შესაძლოა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის  პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს, განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის 1:200000-იანი მასშტაბის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100000 და 1:50000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზს, რომლებიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროვა. გამოძიების ფარგლებში ფარული საგამოძიები მოქმედებები მიმდინარეობდა ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, მათ შორის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახშიც.

„რადგან მათ მიმართ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძება სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი იმიტომ, რომ ამ ეტაპისათვის უკვე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

პროკურორის თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებებს ასრულებდნენ. ამის შემდეგ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღნიშნა სადრაძემ.

კარტოგრაფების საქმე: ვის მოიაზრებს პროკურატურა „ზემდგომ პირებში“>>

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, პროკურორის თქმით, დავალებების გამცემი პირების გარშემო აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო სხვა საპროცესო მოქმედებები, იკითხებიან სხვადასხვა თანამდებობის პირები.

5
შშმ პირი

„გახსოვართ“? - შშმ პირებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

23
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი კანონით გათვალისწინებულ პროტესტის სხვა ფორმებს აანონსებს.

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, აქტივისტებმა და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, იუწყება პირველი არხი.

შშმ პირთა ახალი უფლებები ძალაშია: კანონი სრულად ამოქმედდა>>

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, შშმ პირთა სოციალური პაკეტის უცვლელად დატოვება მათი ჩაგვრა და დისკრიმინაციაა.

აქციის მონაწილეები მოთხოვნები შემდეგია:

  • ასაკობრივ პენსიასთან ერთად გაიზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის, არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა
  • საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს კრიტერიუმები რითიც დადგინდება სოციალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები ღირსეული ცხოვრებისათვის
  • სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირთა დისკრიმინაციის ფაქტების თავიდან არიდების მიზნით, ამუშავდეს გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო.

საქართველოში 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდა, თუმცა, პენსია (სოციალური შემწეობა) არ გაზრდილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საქართველოში შშმ პირების პენსია არაერთგვაროვანია და ეფუძნება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის, თუ რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს ადამიანს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად თუ ზომიერად გამოხატული.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებისთვის შემწეობა 250 ლარია, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირებისთვის 140 ლარი, ხოლო ზომიერად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირისთვის – 100 ლარი.

ამასთანავე, 18 წლამდე ბავშვებისთვის ეს დახმარება – 250 ლარია.

შემწეობის ოდენობა ასევე დამოკიდებულია პირის ასაკზე, შემოსავლის წყაროზე, ვეტერანის სტატუსზე და სხვა. 

გადაწყვეტილია: დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება>>

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს 18 წლამდე შშმ პირებსა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარით ეხმარება. სულ ამ დახმარების მიმღები 43 ათასი ბენეიფიცარია აღრიცხული. 

23
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში