თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ახალი წლის 1 იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა სასკოლო ექსკურსიების უსაფრთხოების ახალი წესები, რაც მოსწავლეთა გადაადგილებას ბევრად უსაფრთხოს გახდის.
ამიერიდან ექსკურსიებს მოემსახურება მხოლოდ ის ტრანსპორტი, რომლებსაც მგზავრობის დღემდე არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში ექნება გავლილი ტექნიკური დათვალიერება. ამასთან სავალდებულოა, რომ ავტობუსსა თუ მიკროავტობუსში დამონტაჟებული იყოს ვიდეორეგისტრატორი და კამერი სალონის შიგნით. მძღოლს ასევე უნდა ჰქონდეს ცეცხლმქრობი საშუალება და პირველი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ნივთები.
ტრანსპორტის ყველა სავარძელი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების ქამრებით, ხოლო მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქარხნო სტანდარტებით გათვალისწინებულს.
იმ შემთხვევაში, თუ ექსკურსიის ადგილამდე მანძილი 500 კმ–ს აღემატება, მძღოლს უნდა ჰყავდეს შემცვლელი. ამასთან მგზავრების გადაყვანის უფლება მიღებული უნდა ჰქონდეს არაუმეტეს ხუთი წლით ადრე.
მძროლი ვალდებულია, წარუდგინოს სკოლას საბუთი ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოში არ არსებობდა კონკრეტული რეგულაციები საექსკურსიო ტრანსპორტისთვის — მშობლები თავად ირჩევდნენ ტრანსპორტს, რომლის გაუმართავობაც არაერთხელ გახდა ავარიის მიზეზი.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ათ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება, დანარჩენ ქალაქებსა და რაიონებში კი მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.
აჭარის ტერიგორიაზე მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც სასწავლო პროცესს დისტანციურად განაახლებენ.
„რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლად არსებულ საჯარო სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი აღდგება საკლასო ოთახში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს მომართავს საგანმანათლებლო რესურს–ცენტრი ან სკოლა და იქნება დასაბუთებული, რატომ უნდა გადავიდეს კონკრეტული სკოლა დისტანციურ სწავლებაზე, სამინისტრო ამ შემთხვევაში მას გადაიყვანს დისტანციურ სწავლებაზე. სხვა შემთხვევაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება“, – განაცხადა დგებუაძემ.
სამინისტროს მონაცემებით, სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად არიან უზრუნველყოფილი პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო საშუალებებით.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების სამინისტრომ მობილური კავშირის სამ ოპერატორთნ – Silknet JSC, MagtiCom Ltd და Vion Georgia Ltd ( ბრენდი Beeline) თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით ისარგებლებენ.
დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნე–ტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების აზრით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ–გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ–რესურსების მოსაძიებლად.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.
„საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი–სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV სახელით და მასთან შეხვედრა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სახელით ასევე გაიმართება შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებთან.
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე 2017 წელს ოთხი წლის ვადით აირჩიეს – UNWTO-ს სესიაზე, რომელიც მადრიდში გაიმართა, პოლოლიკაშვილის კანდიდატურამ ხმების უმრავლესობა მიიღო.