ქეთა თოფურიას ქმარი ლევ დენგოვი, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და ხალხს 2021 წელს ულოცავს. დიპლომატი მოსახლეობას ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და ოცნებების ასრულებას უსურვებს.
ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ჯგუფ A'Studio-ს სოლისტია, რამდენიმე კვირის წინ მეორედ დაქორწინდა. როგორც ქეთა ამბობს, მეორე ნახევარი – ბიზნესმენი ლევ დენგოვი ერთი ნახვით შეუყვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლევ დენგოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი მრჩეველიცაა.
View this post on Instagram
თავად ლევი ეროვნებით ჩეჩენი არ არის. მისი ნამდვილი სახელი პაველ გუსბანდია. დაიბადა და გაიზარდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რაღაც პერიოდი ცხოვრობდა გერმანიაში. ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფის „არბატის“ წევრიც იყო.
View this post on Instagram
ქეთა თოფურია ლევმა დაბადების დღეზე მშობლიურ მინსკში გაიცნო. მან დღესასწაულზე A'Studio მიიწვია, რომელიც მას და მის მშობლებს თანაბრად მოსწონთ. მას შემდეგ ქეთა და ლევი ერთად არიან მიუხედავად იმისა, რომ ლევმა პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ განაცხადა, რომ მეორედ აღარასდროს დაქორწინდებოდა. წყვილი შვილს ელოდება.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ყველა პოლიტიკური ორიენტაციის თუ განსხვავებული შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ, განუცხადა პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სურს >>
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 41% თანახმაა, აიცრას კორონავირუსზე, წინააღმდეგია ასევე 41%.
ცერცვაძის თვალსაზრისით, ის, რომ ვაქცინაციას გამოკითხულთა მხოლოდ 41% ემხრობა, ძალიან მცირე რიცხვია. რადგან ქვეყანაში სამიზნედ ითვლება მოსახლეობის 60-65%.
„თუ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში 60-65% აიცრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა, ამას დაემატება ის პაციენტები, ვინც კოვიდი გადაიტანა და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს. ეს იქნება პრაქტიკულად 100%-იანი გარანტია, რომ ქვეყანაში პანდემიის და ეპიდემიის შემდეგი ტალღები არ იქნება“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ის 20 პროცენტი, ვინც დარჩება აუცრელი ან იმუნიტეტის გარეშე, მათთან იქნება ცალკეული შეხვედრები, მაგრამ ეს ვერ მოახდენს გავლენას ვერც ქვეყნის ეკონომიკაზე, ვერც საქმიანი წრეების აქტივობაზე, რადგან მათ კლინიკური სექტორი იოლად გაუმკლავდება.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მოსახლეობის იმუნიზაცია მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ დამტკიცებული ვაქცინებით მოხდება,
საქართველო COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა AstraZeneca-ს ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.
რა იცავს მათ, ვინც კონტაქტის მიუხედავად COVID-19-ით არ ინფიცირდებიან: ცერცვაძის განმარტება >>
COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ვაქცინის პირველი პარტია – დაახლოებით 20 ათასი დოზა საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში, თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. ქვეყანაში შემოიტანენ ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის პრეპარატს BNT162b2.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. „ამნისტიის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებიდან 90 პატიმარი გათავისუფლდა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
კანონი „ამნისტიის შესახებ“ პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და ის 1,5 ათასი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა მის აღსრულებას ერთი თვე დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში სასამართლო თითოეული ამნისტირებულის საქმეს განიხილავს.
სამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის ექვსი ქალია.
დღეს ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე ქსნის №15 კოლონიიდან 11 პატიმარი გათავისუფლდა.
ვის შეეხება ამნისტია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3043 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გამყარდა.