პაატა იმნაძე

ჩვენ გავუძელით: პაატა იმნაძე პანდემიასთან ბრძოლას აფასებს და პროგნოზებს აკეთებს

1076
პაატა იმნაძეს აქვს იმედი, რომ კაცობრიობა კორონავირუსს დამარცხებს, თუმცა ვაქცინაციის დაწყების შემდეგაც ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად საკმაოდ დრო იქნება საჭირო

თბილისი,  31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ვაქცინაცია გაზაფხულზე უნდა დაიწყოს, თუმცა იმისათვის, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს, დრო დასჭირდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვიდეომიმართვაში.

საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. მსოფლიოში უკვე შეიქმნა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ უკვე მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში ვაქცინას გაზაფხულზე ელოდებიან.

„ვაქცინაცია პირველ ეტაპზე არ იქნება ის ღონისძიება, რომლითაც შევძლებთ მაქსიმალურად ჩქარა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ვაქცინაციას დრო სჭირდება, რადგან მან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უნდა მოიცვას. ვაქცინის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ პირბადე და დისტანცია ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, კაცობრიობა შეძლებს ვირუსის დამარცხებას და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

„იმედი მაქვს, მომავალი წელი პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი იქნება და კაცობრიობა შეძლებს, პანდემია დაამარცხოს და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს სამედიცინო სფერო გაუძლო პანდემიის შემოტევას, თუმცა შეცდომების იყო დაშვებული.

„ჩვენ გავუძელით. იყო ხარვეზები, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზებიც, მაგრამ რეალურად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო. ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, სამწუხაროდ, პანდემიამ შეიწირა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან მოსახლეობას რეკომენდაციის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„იმ შეზღუდვებმა, რომელიც ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან განხორციელდა, მოგვცა ის შედეგი, რომ სიტუაცია დასტაბილურდა, დაიწყო ინფიცირებულთა კლება, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების საფუძველს. წინ გვაქვს ახალი წელი, რომელიც ჩვეულებრივი ვერ იქნება, რადგან ქვეყანას ასეთი დიდი მსხვერპლი აქვს, ბევრ ოჯახში პრობლემებია, აქედან გამომდინარე მე ვთხოვ მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღნიშნეთ ეს დღე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.527-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  227 420-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა   1 282 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211.727-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 24 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.505-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

1076
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ აქვს

7
(განახლებულია 18:02 19.01.2021)
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ აქვს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური. 

 „ჩვენ შევაფასეთ  ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით და ჩვენ  შენიშვნები არ გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვაქცინაციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავებაში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

 „ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა, დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს,  რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს“, – აღნიშნა  ლომჯარიამ. 

საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კოვიდ–ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მომუშავე კომისიის წევრებთან და ექსპერტებთან გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობის 60%–ის ვაქცინაცია, რისთვისაც დაახლოებით 164 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ვაქცინაციისთვის უკვე განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65–დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები. შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის, იმ პირების, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს.

7
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
სპეცტექნიკა გზებზე

გუდაური-კობის გზის ნაწილზე ზვავსაშიშროება მოიხსნა

21
(განახლებულია 17:37 19.01.2021)
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა 11 იანვრიდან აიკრძალა – გზაზე სატვირთო ავტომობილების საცობია

თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კვირაზე მეტია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.

უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები როგოც გუდაურის, ისე კობის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კერძოდ,  საავტომობილი გზის 93-99-ე და 105-107-ე კმ მონაკვეთებზე, სადაც ზვავსაშიშროება უკვე მოიხსნა. რაც შეეხება გზის 100-104-ე კმ. მონაკვეთს, აქ ზვავსაშიშროების რეჟიმი  კვლავ ნარჩუნდება.

„აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.


21
თემები:
უამინდობა საქართველოში