სამხედროებმა ახალი წელი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცეს

ქართველმა სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრები გადასცეს

60
(განახლებულია 17:30 31.12.2020)
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები

თბილისი,  31 დეკემბერი – Sputnik. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვაზიანის დასახლებაში, სოფელ გამარჯვებაში, კრწანისსა და მცხეთაში, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შინდისსა და ხიდისთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები და საახალწლო საჩუქრები სარდლობის შტაბმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ქვეითმა, მექანიზებულმა, საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფების სამხედროებმა გადასცეს.

უფრო ადრე დასავლეთის სარდლობის შტაბმა და სარდლობაში შემავალმა ქვედანაყოფებმა ხონის, სენაკისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეულთან ერთად საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.

60
თემები:
საქართველოს თავდაცვა (113)
ადამიანები პირბადეებით

სპეციალისტები: შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა ინფიცირების ზრდას გამოიწვევს

6
(განახლებულია 10:30 25.01.2021)
სპეციალისტები შეზღუდვების სრულად მოხსნას ეწინააღმდეგებიან, თუმცა აცხადებენ, რომ გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა ინფიცირებული პაციენტების დრამატულ ზრდას გამოიწვევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

ტურბიზნესის წარმომადგენლებმა თბილისში შეზღუდვები გააპროტესტეს - ვიდეო>>

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა გამოიწვევს პაციენტების რაოდენობის ისეთივე დრამატულ მატებას, როგორიც გვქონდა ჩვენ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში და დეკემბერში. იცით, რომ ამას ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ნამდვილად ვეღარ გავუძლებთ ვერც მედიკოსები, ვერც სისტემა“, - განაცხადა ენდელაძემ.

როგორც რეზიდენტი ონკოლოგიის მიმართულებით გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, ნელ-ნელა შეზღუდვები უნდა მოისხსნას, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზეც, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაინფიცირებულთა ზრდა კვლავ დაფიქსირდება, შეზღუდვების შემოღება აუცილებელი გახდება.

„შეიძლება ჩვენ არ აღვადგინოთ უცხოელების ვიზიტი საქართველოში, მაგრამ შიდა ტურიზმი უნდა აღდგეს. ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ შემთხვევების მატებას და ამის მიხედვით გავამკაცროთ ან შევამსუბუქოთ რეგულაციები“,- განაცხადა ღოღობერიძემ.

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გუშინ დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 253,5 ათასს ჭარბობს, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

„გაიგონონ ბავშვების ხმა“: მზიურში მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

6
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგია 25 იანვარს

17
(განახლებულია 21:27 24.01.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ფალიაშვილის, დარიალის, ცხვედაძის, ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დიღომბარის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭლის დასახლების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თინათინის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ყიფიანის, ბოგდან ხმელნიცკის, აღნიაშვილის, ბურჯანაძის, პერინის, თეკლა ბატონიშვილის, ქინძმარაულის და ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

17
თემები:
თბილისი დღეს