Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გიორგი გასვიანი ქორწინდება - ნახეთ ვინ არის მისი რჩეული - ფოტოები

© courtesy of Giorgi Gasvianiგიორგი გასვიანი
გიორგი გასვიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გასვიანმა მეორე ნახევარი იპოვა. ნახეთ სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი და ვინ არის ცნობილი ტელეწამყვანის რჩეული

„სიცრუის დეტექტორის” წამყვანი, მსახიობი გიორგი გასვიანი 2021 წელს ქორწინდება. გიორგის რჩეული 19 წლის მარიტა მელიქიშვილია. როგორც ირკვევა, წყვილი პანდემიის მიუხედავად სულ მალე აპირებს დაქორწინებას და სტუმრებს სადღესასწაულო საღამოზე პირბადეებითაც ელის.

წყვილი თავიანთ ურთიერთობას აქამდე საიდუმლოდ ტოვებდა, თუმცა მას შენდეგ რაც აქტიურად დაიწყეს მეგობრებთან ერთად სიარული, მათი სიყვარულის ამბავიც გამჟღავნდა.

ცოტა ხნის წინ კი, მსახიობმა მის ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ „პრაიმშოუში” ისაუბრა და საზოგადოებას მარიტა წარუდგინა. მარიტამ და გიორგიმ ერთმანეთი გასულ ზაფხულს გაიცნეს.

„ ეს არის ნამდვილი, პირველი და ის ბედნიერი შემთხვევა, როცა ვიპოვეთ ერთმანეთ“,  – ამბობს გიორგი.

რაც შეეხება მარიტას როგორც მან თქვა, გიორგი ყოველთვის მოწონდა, თუმცა მათი ურთიერთობა ვერ წარმოედგინა.

„ბათუმში შევხვდით ერთმანეთს გიორგის მეგობრის კონცერტზე, სადღაც 20 წუთით ან ნახევარი საათით, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა“, - ამბობს გოგონა.

გიორგი გასვიანი საზოგადოებამ ჯერ თეატრის სცენიდან მსახიობის რანგში, მოგვიანებით კი პოლიტიკური გადაცემების წამყვანის ამპლუით გაიცნო. პოპულარული ტელესახე სკანდალური განცხადებებით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი გადაცემები მაღალ რეიტინგს სწორედ სკანდალებით იღებდა.

ყველა ახალი ამბავი
0