ნანუკა გუდავაძე, ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი

ბერას და ნანუკას პირველი ფოტო შეყვარებულობისას, როდესაც მათ შესახებ ჯერ არავინ იცოდა

10551
(განახლებულია 15:43 30.12.2020)
ბერა და მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. ნახეთ მათი პირველი ერთობლივი ფოტო

რამდენიმე დღის წინ ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ბერა ივანიშვილი 26 წლის გახდა. მუსიკოსი უკვე ორ წელიწადზე მეტია მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძესთან ქორწინებაში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ბერამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს მისი და ნანუკას პირველი ერთობლივი ფოტებო აჩვენა. ფოტომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ ტრენდებს და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს, ხოლო „ინსტაგრამის“ სივრცე მათთვის გასართობ საშუალებად იქცა.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

ვიდეოებში მათი ვაჟი - ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

ბერა და მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

 

10551
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგია 18 იანვარს

20
(განახლებულია 10:21 18.01.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

20
თემები:
თბილისი დღეს
სკოლა სოფელ ჩიბათში

საქართველოში სასწავლო პროცესი ახლდება მსხვილ ქალაქებში დისტანციურად

41
(განახლებულია 10:20 18.01.2021)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად,  ასევე აღდგება  „ტელესკოლა“ – განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ათ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება, დანარჩენ  ქალაქებსა და რაიონებში კი მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ. 

აჭარის ტერიგორიაზე მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც სასწავლო პროცესს დისტანციურად განაახლებენ.

 „რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლად არსებულ საჯარო სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი აღდგება საკლასო ოთახში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს მომართავს საგანმანათლებლო რესურს–ცენტრი ან სკოლა და იქნება დასაბუთებული, რატომ უნდა გადავიდეს კონკრეტული სკოლა დისტანციურ სწავლებაზე, სამინისტრო ამ შემთხვევაში მას გადაიყვანს დისტანციურ სწავლებაზე. სხვა შემთხვევაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება“, – განაცხადა დგებუაძემ.

სამინისტროს მონაცემებით, სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად არიან უზრუნველყოფილი პირბადეებით,  უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და  სადეზინფექციო საშუალებებით.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების სამინისტრომ მობილური კავშირის სამ ოპერატორთნ – Silknet JSC, MagtiCom Ltd და Vion Georgia Ltd ( ბრენდი Beeline) თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით  ისარგებლებენ.

დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნე–ტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების აზრით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ–გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ–რესურსების მოსაძიებლად.

41
თემები:
განათლება საქართველოში