საქართველომ, შესაძლოა, სამხედრო დრონების წარმოება დაიწყოს

© photo: Sputnikდრონი
დრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტროს  უკვე აქვს მემორანდუმი გაფორმებული საავიაციო ინსტიტუტთან ახალგაზრდების მოსაზიდად

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას აქვს საჭირო ბაზა სამხედრო დრონების წარმოების დასაწყებად.

დელტა - Sputnik საქართველო
2021 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამი ახალი საწარმოს შექმნას გეგმავს

საქართველოში სამხედრო მრეწველობა სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზეა კონცენტრირებული, რომელიც 2010 წლიდან არსებობს. იგი აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სამინისტროს სურს, ადგილზე მოსინჯოს ძალები სამხედრო დრონების საწარმოებლად. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანას ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქარხანა.

„მსოფლიოში სულ 20-მდე ქვეყანა აწარმოებს თვითმფრინავებს. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. დანაშაულია  ქარხანა  „თბილავიამშენის“, რომელიც „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშაა, და ქვეყნის ასეთი პოტენციალის არგამოყენება. სწორედ ამ ბაზაზე და იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებიც იქ მუშაობენ,  შეიძლება დრონების წარმოება“, - განაცხადა მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2021 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,  პარტნიორ–ქვეყნებთან ერთად, ახალი სამი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს.

თავდაცვის ძალებს ქართული „დელტას“ წარმოების ჯავშანმანქანები გადაეცა>>

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ. გარდა ამისა, საავიაციო ქარხნის ბაზაზე მიმდინარეობს თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მოდერნიზაცია. ასევე არსებობს საწარმო „დელტა ტექსტილი“, სადაც სამხედრო ფორმებს კერავენ.

ყველა ახალი ამბავი
0