გეომაგნიტური ქარიშხალი

მოემზადეთ იანვრის მაგნიტური ქარიშხლებისთვის: ცნობილია „მძიმე“ დღეები

447
(განახლებულია 12:22 30.12.2020)
მზის რენტგენული ლაბორატორიის სპეციალისტები იანვარში მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლების თარიღებს ასახელებენ და რეკომენდაციებსაც გასცემენ

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. მაგნიტური ქარიშხლების სერია დედამიწაზე ახალი წლის პირველსავე დღეს დაიწყება, იუწყება მზის რენტგენული ასტრონიმიის ინსტიტუტი.

სპეციალისტების თქმით, იანვარში გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხლები გველოდება, თუმცა არა ისეთი ძლიერი, რომ გავლენა მოახდინოს კავშირის სისტემებზე.

მზის რენტგენული ასტრონიმიის ინსტიტუტის ცნობით, მომდევნო თვეში, გარდა 1 იანვრისა, მცირე მაგნიტური შეტევებია მოსალოდნელი 3, 5, 6 იანვარს და ასევე 18 და 21 იანვარს.

მიუხედავად იმისა, რომ იანვრის მაგნიტური ქარიშხლები სუსტი იქნება, სპეციალისტების თქმით, ადამიანთა გარკვეული კატეგორია, განსაკუთრებით, მეტეოდამოკიდებული და ქრონიკული დაავადებების მქონეები, მაინც იგრძნობს მოვლენის ზემოქმედებას საკუთარ თავზე.

შესაბამისად, ისინი გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ ჯანმრთელობაზე გეომაგნიტური გამოსხივების გავლენის თავიდან აცილების მიზნით. ამ რეკომენდაციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია:

  • ფიზიკური აქტივობის შემცირება;
  • მაგნიტური გამოსხივების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნოზოლოგიებით დაავადებულებმა აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინი) 1 აბი უნდა მიიღონ. ეს პრეპარატი ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნის რისკს და აჯირჯვებს სისხლს;
  • რამდენიმე დღის განმავლობაში რაციონიდან გამორიცხეთ ყავა, მაგარი ჩაი და სხვა სასმელები, რომლებიც ბევრ კოფეინს შეიცავს;
  • გულის ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა წინასწარ უნდა მოიმარაგონ წამლები;
  • ბევრი იარეთ ფეხით და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • თუ ხშირი დეპრესიისა და ემოციური დარღვევებისკენ ხართ მიდრეკილი, წინასწარ დაიწყეთ დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება;
  • კატაბალახას, კუნელის, გვირილის, სალბის ან ასკილისგან მომზადებული ჩაი ნერვული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ, მოადუნებს სხეულს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას;
  • თავის ძლიერი ტკივილის დროს არ ღირს მედიკამენტებზე უარის თქმა – ნუ მოითმენთ ტკივილს, უმჯობესია წამალი დაუყოვნებლივ მიიღოთ.
447
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

5
(განახლებულია 11:13 18.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.107 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  121 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 986  ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

5
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეპიდემია საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

19
(განახლებულია 11:48 18.01.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915-ს მიაღწია.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 110 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 72  შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4.964 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2.930, PCR-ტესტით - 2.034.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კი კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 13, იმერეთი - 5, გურია - 5, კახეთი - 5, ქვემო ქართლი - 4, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2. 

რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს, გასულ დღე–ღამეში აქ ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1.643 ადამიანი გამოჯანმრთელდა – ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 234 636-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2.958-ს შეადგენს.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 10.295 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 3.670 ადამიანი მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, მათ შორის თბილისში 1.784, იმერეთში - 704, აჭარაში - 281.

795 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში - 158, იმერეთში - 29, აჭარაში - 5.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 634 ადამიანი, მათ შორის 258 - თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში. ბინაზე მკურნალობს 5.991 პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 9.

თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 842 პირი, იმერეთში - 2 488, აჭარაში - 1 871.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110 გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247 915-ს მიაღწია. 

19
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
დონალდ ტრამპი

პრეზიდენტობის ბოლოსწინა დღეს ტრამპი მასშტაბურ შეწყალებას გეგმავს

0
(განახლებულია 11:35 18.01.2021)
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასი ათასი ადამიანის შეწყალებას გეგმავს

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 იანვარს ასი ათასი ადამიანის შეწყალებას აპირებს, იუწყება ტელეკომპანია CNN–ი.

ტელეკომპანია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კვირას თეთრ სახლში სხდომა გაიმართა, რომელზეც შეთანხმდა კიდეც შესაწყალებელ პირთა სია. სავარაუდოდ, ჩამონათვალში შესულია „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟიც, რომელიც ამ დროისათვის ლონდონის ციხეში იმყოფება და აშშ-ში მისი ექსტრადირების თაობაზე აპელაციის შედეგებს ელოდება. 

ტრამპი თავდაპირველად ადამიანთა ორი ჯგუფის შეწყალების შესახებ განცხადების გავრცელებას გასული კვირის ბოლოსთვის აპირებდა თანმიმდევრულად, მაგრამ ვაშინგტონში მომხდარი არეულობის გამო მისი გეგმები შეიცვალა. ამიტომ ის სავარაუდოდ ერთდროულად ასი ათასი ადამიანის შეწყალების თაობაზე გააკეთებს განცხადებას ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინა დღეს — 19 იანვარს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი არ აპირებს საკუთარი თავის შეწყალებას, რაზეც მანამდე ამერიკული მედიასაშუალებები საუბრობდნენ, თუმცა CNN–ს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში დონალდ ტრამპის ნაბიჯები შეიძლება არაპროგნოზირებადი ხასიათისა იყოს.   

 

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა