თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაცია ძმასთან და მამასთან ერთად მღერის - ნახეთ პოზიტიური ვიდეო

481
(განახლებულია 22:27 29.12.2020)
თიკა ფაცაცია ძმასთან და მამასთან ერთად - მომღერალი არაჩვეულებრივ ხასიათზეა, თუ რატომ, ნახეთ სტატიაში

„დღეს დიდი დღეა“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა ცნობილმა ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ „ინსტაგრამზე“ ვიდეო, სადაც ის ძმასთან და მამასთან ერთად გიტარის თანხლებით მღერის. აღმოჩნდა, რომ მომღერლის მამა კორონავირუსისგან განიკურნა და სწორედ ამის გამოა ოჯახი ასეთ კარგ ხასიათზე.

თიკა შვილებთან, მშობლებთან და კალათბურთელ ძმასთან ერთად ოჯახურ სურათებს ხშირად აქვეყნებს. ოჯახის წევრებს შორის გამონაკლისი მისი მეუღლეა. ბიზნესმენი დავით ანთელიძე საჯარო სივრცეებს თავს არიდებს. თიკას და მის რჩეულს სამი ვაჟი ჰყავთ. ბიჭები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

თიკას უფროს ვაჟს ბიძას – ლევან ფაცაციას ამსგავსებენ. თიკას უფროსმა ვაჟმა ინგლისურენოვანი სკოლა წელს დაამთავრა. შუათანა ვაჟი 9 წლისაა, ხოლო უმცროსი 6 წლის გახდა. თიკა დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ დავით ანთელიძემ ამერიკაში ცხოვრების პერიოდში თიკა შემთხვევით ტელევიზორში ნახა და საქართველოში დაბრუნებისთანავე მისი გაცნობა გადაწყვიტა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

ცოტა ხნის წინ ყოფილმა მოდელმა კორონავირუსი დაამარცხა. მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარულია. მოქნილი და მიმზიდველი წამყვანი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუბიზნესში თიკა ფაცაცია ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე შეიქმნა.

481
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2625)
ადამიანები პირბადეებით

რამდენი მოქალაქე მიიღებს 200-ლარიან დახმარებას

6
(განახლებულია 10:55 21.01.2021)
შემოსავლების სამსახური გადაამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი კომპენსაციის მიღების პირობას და სამი სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ინფორმაციას ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ასევე სამ სამუშაო დღეში ჩარიცხავს კომპენსაციას

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. 200–ლარიანი დახმარების მიღების მიზნით ონლაინ-პლატფორმაზე ჯამში 160 ათასზე მეტი ფიზიკური პირი დარეგისტრირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, კოვიდ–შეზღუდვების პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიანი კომპენსაციები გაიცემა. თუმცა, ყოველთვიური დახმარების  მისაღებად რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო.

200–ლარიანი დახმარების მიღების მიზნით დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა გუშინ, 20 იანვარს ამოიწურა. შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა კი 28 იანვრიდან დაიწყება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.  

ერთჯერადი კომპენსაციის მიღების მსურველთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა>>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისა და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის ფაქტების, ე.წ. თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ  მიმართონ უწყებას და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე.

ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან კომპენსაციას?

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებული ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ  ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით კი ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. 

ამასთან, 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

უწყების ცნობით, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

ყველა დოკუმენტს წარმოადგენს დამსაქმებელი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განაცხადს ყოველთვიურად ავსებს.

კომპენსაციის გაცემა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

6
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 21 იანვრის მონაცემები

28
(განახლებულია 10:45 21.01.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 238.101 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.998, კარანტინის რეჟიმშია 536, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.478 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 534 ადამიანი იმყოფება

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.137-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.071-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 238.101 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.179), გარდაიცვალა – 2.998 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 536, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.478 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 534 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.019 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.840, PCR ტესტით – 7.179.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

28
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები