ნანუკა გოგიჩაიშვილი

„ეს კაცი ვერ მოვიშორე...“ რა აკავშირებს ნანუკა გოგიჩაიშვილს დონალდ ტრამპთან?

12387
(განახლებულია 21:51 29.12.2020)
მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ურთიერთობის შესახებ ყველა კითხვას უპასუხა.

მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ აღარ შეუძლია, იმდენი კითხვაა მისი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ურთიერთობაზე. როგორც ნანუკამ „მთავარ არხზე“ „მთავარ ბიჭებში“ ხუმრობით აღნიშნა, „ეს კაცი ვერ მოიშორა“. მოდელის თქმით, ტრამპი მაშინ გაიცნო, როდესაც „მის საქართველოს“ სტატუსით „მის სამყაროს“ ტიტულის მოსაპოვებლად ამერიკაში კონკურსზე იმყოფებოდა.

ნანუკას თქმით, მაშინ დონალდ ტრამპი ყველა კონკურსანტს შეხვდა, თუმცა როდესაც საქართველოში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ჩამოვიდა, მოიკითხა „მის საქართველო“ და დელეგაციაში, რომელიც ტრამპს დახვდა, ნანუკაც იყო.

View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. „მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.

ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას რძალი გახდებოდა.

12387
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2626)
ეპიდემია საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

0
(განახლებულია 12:08 21.01.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.137-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  251.071-ს მიაღწია.

 

თბილისი,  21 იანვარი – Sputnik.  საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.137 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 477 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი-164, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი – 95, შიდა ქართლი – 85, ქვემო ქართლი – 65, აჭარა – 64, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი -18, გურია – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.179 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238.101-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 11 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  2.998-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.946 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.478 პაციენტი, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 1 685, აჭარაში – 249, იმერეთში – 711.

735  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 219 პირი, მათგან  თბილისში – 158, აჭარაში – 2, იმერეთში – 25. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 534 ადამიანი, 243 – თბილისში, 206 – აჭარაში, 32 – იმერეთში. 5.934 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება  536 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, აჭარაში – 109, ხოლო იმერეთში – 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 20.813 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12.013 პირი, აჭარაში – 1.559, იმერეთში – 2.244.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.137-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  251.071-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა  2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ბერა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი

„საოცრებაა ეს გოჭი“ - ბერა ივანიშვილის უახლესმა ვიდეომ სოცქსელების მომხმარებლები მოხიბლა

0
(განახლებულია 12:37 21.01.2021)
სოციალურ ქსელში პოპულარულია ბერა ივანიშვილის უახლესი ვიდეო. ნახეთ რა ვიდეო კადრები გამოაქვეყნა ცნობილმა მუსიკოსმა

ბერა ივანიშვილი მოსიყვარულე მამაა და ამის ამსახველ ფოტო თუ ვიდეოკადრებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. მომღერალს და მოდელ ნანუკა გუდავაძეს ერთი წლის პატარა - ბერუკა ივანიშვილი დაახლოებით ერთი წლის წინ შეეძინათ.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

საზოგადოება ბავშვის ყოველდღიურ კადრებს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს და თბილ კომენტარებსაც არ იშურებს. „რა საყვარელია“, „საოცრებაა ეს გოჭი“, „სიცოცხლეა", - უწერენ კომენტარებს ბერას გამომწერები.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

ნანუკა გუდავაძე რამდენიმე დღის წინ 26 წლის გახდა. პანდემიის გამო მან დაბადების დღე საკუთარ სახლში, ვიწრო წრეში გადაიხადა. ბერა ივანიშვილი ულამაზეს მეუღლეზე ერთი თვით უფროსია. ნანუკა გუდავაძის დახმარებით ბერას დაუვიწყარი დაბადების დღე ოჯახის წევრებმა 23 დეკემბერს გადაუხადეს.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

მუსიკოსი უკვე ორ წელიწადზე მეტია მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძესთან ქორწინებაში იმყოფება. კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ ტრენდებს და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს, ხოლო „ინსტაგრამის“ სივრცე მათთვის გასართობ საშუალებად იქცა. ნანუკას დაბადების დღეს სახალისო ვიდეო რომანტიკულმა გადაწყვეტილებამ ჩაანაცვლა. ბერა ივანიშვილმა მეუღლისადმი სიყვარული ამ ზღაპრული კადრებით გამოხატა.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

ბერა და მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2626)
მთავრობის სხდომა

გახარიამ ვიცე–პრემიერები დაასახელა ვინ გახდა პრემიერის ახალი მოადგილე

0
(განახლებულია 12:32 21.01.2021)
საქართველოს პრემიერმა მისი მხოლოდ ერთი მოადგილე შეცვალა – აღნიშნულ თანამდებობაზე თეა წულუკიანის ნაცვლად დავით ზალკალიანი დასახელდა

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს ახალ მთავრობაში ვიცე–პრემიერები იქნებიან, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

ცქიტიშვილს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ზალკალიანმა კი იუსტიციის ექს–მინისტრი თეა წულუკიანი შეცვალა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

 „ბატონებო, მინდა მოგილოცოთ! ასეთი კრიზისის პერიოდში დიდი პასუხისმგებლობაა იყო მთავრობის წევრი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო ვიცე–პრემიერი. დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევის მიღებას და თქვენი მუშაობა წარმატებული იქნება“, – აღნიშნა გახარიამ.

2012 წელს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დიპლომატი დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ექვსი წლის შემდეგ კი მას აღნიშნული უწყების მინისტრის პორტფელი ჩააბარეს.

2014–2018 წლებში მაია ცქიტიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

მოგვიანებით იგი მინისტრის პოსტზე წარადგინეს – 2018 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. თანამდებობაზე დანიშვნიდან სამი თვის შემდეგ კი მაია ცქიტიშვილი ვიცე–პრემიერი გახდა.

 

 

 

0
თემები:
საქართველოს მთავრობა