კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძემ პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა მოდელი ასეთი თამამი ჯერ არ ყოფილა

16897
(განახლებულია 21:04 29.12.2020)
პირველი ქართველი ტრანსგენდერი მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის ცხოვრება სკანდალებით არის სავსე. კესარიას პირადი ცხოვრება სულ აინტერესებთ.

ცნობილ მოდელს სოციალური ქსელის მომხმარებელმა სთხოვა ისეთი ფოტო გამოექვეყნებინა, რასაც არასდროს გამოაქვეყნებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, კესარიამ „ფოლოვერს“ თხოვნა შეუსრულა და „ინსტაგრამის“ „სთორიში“ პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის თითქმის შიშველია.

საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი. ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით. კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა.

კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში, სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს.

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს მუდამ პასუხობს. კესარია აბრამიძე შეყვარებულს, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც სამი წელი იცხოვრა, დაშორდა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ ერთმანეთი ამოწურეს. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია.

16897
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2651)
აქცია კომენდანტის საათის დროს

თბილისში კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

24
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. მოძრაობის წევრებმა საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, ოთხშაბათს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია ქუთაისში გაიმართება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

24
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრი აშენდება

35
ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა 2024 წელს იგეგმება. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“ აფინანსებს

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე.

ადრონული თერაპია - ეს არის რადიოთერაპიის ფორმა, რომელსაც ხშირად არაოპერაბელური ან ტრადიციული რადიოთერაპიის მიმართ მდგრადი სიმსივნეების სამკურნალოდ იყენებენ.

ტრადიციული რადიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც რენტგენის გამოსხივებას ან ელექტრონებს იყენებს, ადრონული თერაპია ნახშირბადის პროტონების და იონების გამოყენებას გულისხმობს. ამ ატომურ ნაწილაკებს - ადრონებს - ელექტრონებთან შედარებით მეტი წონა და ენერგია გააჩნიათ. შესაბამისად, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესში უფრო მეტად ეფექტურები არიან.

ქუთაისში ადრონული თერაპიის მომავალი ცენტის ტერიტორია სამუშაო შეხვედრის დროს დაათვალიერეს უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საერთაშორისო დიზაინერული კომპანიების წარმომადგენლებმა. პროექტში ჩართულია ესპანური კომპანია IDOM, რომელიც სთავაზობს საერთაშორისო საკონსულტაციო, საინჟინრო და არქიტექტურულ მომსახურებას, და ბელგიური IBA, რომელიც კიბოს პროტონული თერაპიის სფეროს წამყვანი კომპანიაა.

ვარაუდობენ, რომ კვლევითი ცენტრი მეცნიერული გამოკვლევების ჩატარებას ელემენტარული ნაწილაკების, რადიაციული ფიზიკისა და ბიოფიზიკის სფეროში შეძლებს.

ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრი „ქართუ“.

Кутаисский международный университет (КМУ)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. გამოცდებზე გასული 1112 აბიტურიენტიდან მაღალი გამსვლელი ბარიერი 245-მა გადალახა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.

35