საახალწლო ნაძვის ხე

იმნაძე: ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ეცდება ის ძველებურად აღნიშნოს

83
(განახლებულია 17:34 29.12.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ ახალი წლის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა მოიმატოს.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს ახლობლები, რაც ყველაზე მეტად მაშინებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

იმნაძემ აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, ახალი წლის შემდგომ პერიოდში, 10-დან 20 იანვრამდე შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა>>

მან კმაყოფილება გამოთქვა სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციების მუშაობის გამო წინასაახალწლოდ გახსნის დროს. იმნაძემ აღნიშნა, რომ დაშვებული ვაჭრობის შედეგად ინფიცირებულთა რიცხვის დიდად გაზრდას არ ელოდება.

„რა ინფორმაციაც მაქვს, ჯერჯერობით ყველგან, განსაკუთრებით, დიდ მოლებში წესები კარგად არის დაცული. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა. ყველა ხედავს ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში როგორი იყო ავადობა და როგორია დღეს. ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩვენმა კლინიცისტებმა, რომელთაც ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ბრიფინგზე ყოველდღიური ტესტირების საკითხზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დღეში 20 ათას ტესტამდე გაკეთების რესურსი გააჩნია.

იმნაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მცირედი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც ჩაიტარონ ტესტირება.

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა.

ახალი წლის მოახლოების გამო ქვეყნის დიდ ქალაქებში 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო ობიექტები გაიხსნა. მაღაზიები შეზღუდული დღის გრაფიკით და დამატებითი რეგულაციებით მუშაობენ.

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 469 ფაქტი გამოავლინა>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.012-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 224.155-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

83
კახა კალაძე

კალაძე: კორუფციაში ჩართვას არავის  „გავუტარებთ"

6
(განახლებულია 13:57 27.01.2021)
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძეს აღკვეთის ღონისძიების სახეით პატიმრობა შეუფარდა

 

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციაში ჩართულობა და ყველას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რამე სახის გადაცდომას ეცდება, პასუხის კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვება, ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს.

 „უდანაშაულობის პრეზუფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ სამსახურებში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ თანამშრომლებთან. მსგავს მიდგომას არავის  არ „გავუტარებთ“, – განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე  ლადო გოგსაძე მოსალართლის განჩინების საფუძველზე  25 იანვარს დააკავეს. 

გამოძიების მიხედვით, ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების ჩასატარებლად გასული წლის აპრილში 126 ათასლარიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილიც ორმა კომპანიამ გამოთქვა. გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი და მოსთხოვა საბუთები უკან გაეტანა, რადგან ტენდერი მისთვის სასურველ კომპანიას უნდა მოეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. სამომავლოდ კი სხვა ტენდერების პირობების მასზე მორგება შესთავაზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ მაინც მიიღო მონაწილეობა ტენდერში და მოიგო ის, რადგან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. ამ ფაქტით უკმაყოფილო ჩინოვნიკმა კომპანიისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ კომპანიას პრობლემები შეექმნა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხოლო კორპუსის მცხოვრებლები ავარიულ შენობაში ცხოვრებას აგრძელებდნენ.

6
თემები:
თბილისის მერია
ტაქსი

კახა კალაძე: ვინც ტექდათვალიერებას არ გაივლის, ტაქსის ლიცენზია ჩამოერთმევა

28
(განახლებულია 13:26 27.01.2021)
ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მძღოლებს ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება გარკვეული პერიოდით გადაუვადდათ.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის ტექდათვალიერებაის გავლა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევვაში მათ აღნიშნული სერვისის განხორციელების უფლება ჩამოერთმევათ და ლიცენზია გაუუქმდებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულოდ ტექინსპექტირება.

„ჩვენ პანდემიის პერიოდში ტაქსის მძღოლებს ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავუვადეთ, თუმცა, დღეს აუცილებელია, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ რეგულაციები ამოქმედდება, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ბენდელიანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტაქსის მძღოლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირება დაავალა.

საქართველოში პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან – 3 000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები.

2019 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.  „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, ტაქსები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარებიან ავტომანქანის გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

 

 



28
თემები:
თბილისის მერია