თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.012-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 224.155-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 208.951 (ბოლო 24 საათში – 2.638) ადამიანი, გარდაიცვალა – 2.443 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 401, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.480 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.287 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 13.451 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8.313, PCR–ტესტით – 5.138.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 742 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 340 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 89, კახეთი - 75, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 70, შიდა ქართლი - 49, აჭარა - 33, ქვემო ქართლი - 31, გურია - 21, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.081 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 245.527-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 12 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.108-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.903 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.842 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.395, იმერეთში - 564, აჭარაში - 214.
670 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 177 პირი. აქედან თბილისში - 134, იმერეთში - 20, აჭარაში- 1.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 347 ადამიანი. მათ შორის 174 - თბილისში, 121 - აჭარაში, 15 - იმერეთში, ხოლო 3.714 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 90, ხოლო იმერეთში - 9.
თვითიზოლაციაში იმყოფება 17.915 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11.231 პირი, იმერეთში - 1.689, აჭარაში - 887.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 742-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 255.564-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა.
თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.
ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც 2021 წლის 20 იანვარს შეუდგა საქმიანობას, პირველ რიგში კაბინეტიდან „წითელი ღილაკი“ მოაშთო, რომელიც მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა დიეტური კოლას გამოსაძახებლად დააყენებინა. პრეზიდენტმა ასევე უკან დააბრუნა ოქროსფერი ფარდები და ლურჯი ხალიჩა, რომელიც აქ ბილ კლინტონის დროს მოიტანეს.
როგორ იცვლებოდა ოვალური კაბინეტის დეკორაცია აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის დროიდან და რა ცვლილებები შეიტანა მის გაფორმებაში ჯო ბაიდენმა, ჩვენს ფოტოლენტაში იხილავთ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში დააბრუნა ოქროსფერი ფარდები და ლურჯი ხალიჩა, რომლებიც აქ პირველად ბილ კლინტონის დროს მოიტანეს. როგორც ბევრმა წინამორბედმა, მანაც დაიტოვა 1880 წელს ხომალდი „რეზოლუთის“ ხისგან დამზადებული მაგიდა
ოვალური კაბინეტი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის დროს
თანამედროვე ოვალური კაბინეტი 1933 წელს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის დროს გაფორმდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 32-ე პრეზიდენტს ქონდა ლურჯ-მწვანე ხალიჩა და მუქი მწვანე პორტრეტები
ოვალური კაბინეტი ჯონ კენედის დროს ისეთივე იყო როგორც მისი ორ წინამორბედის - ტრუმეისა და ეიზენჰაუერის პერიოდში. კენედისათვის ოვალური კაბინეტის განახლება დაიწყეს 1963 წელს მისი დალასში გამგზავრებისას, სადაც პრეზიდენტის სიცოცხლე თავდასხმას შეეწირა
37-ე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა კაბინეტში მუქი ლურჯი ხალიჩა დააგებინა და ოქროსფერი ფარდები დააკიდინა. ის კაბინეტად სხვა ოთახს იყენებდა, ოვალურ კაბინეტში კი, მაგალითადმ გოლფ ეთამაშებოდა კომიკოს ბობ ჰოუპს. ფოტოზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი და პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ოვალურ კაბინეტში
პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი კაბინეტს ძირითად სამუშაო სივრცედ იყენებდა. მან ნიქსონის მუქი ხალიჩა ოქროსფერით ჩაანაცვლა
ასე გამოიყურებოდა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსის დროს ოვალური კაბინეტი 1990 წელს
ბილ კლინტონის სკანდალურ კაბინეტში ეკიდა რამდენიმე ნახატი, მათ შორის ჩაილდ ფრედერიკ ჰასამის „ავენიუ წვიმის დროს“, რომელიც ახლა ბაიდენმაც დააბრუნა. ხელოვნების ნიმუშებს თეთრ სახლს დროებით გამოსაყენებლად აწვდის აშშ-ის ეროვნული სამხატვრო გალერეა
ჯორჯ ბუში უმცროსის დროს კაბინეტში მოკრძალებული ფერები ჭარბობდა, ხალიჩის დიზაინი კი მის მეუღლეს - ლორას ეკუთვნოდა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოვალურ კაბინეტში და „ავენიუ წვიმის დროს“. წითელი ფარდები აქ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში გამოჩნდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქმიანობას 2021 წლის 20 იანვარს შეუდგა და პირველ რიგში კაბინეტიდან მოიშორა „წითელი ღილაკი“, რომლითაც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი დიეტურ კოლას იძახებდა
ჯო ბაიდენმა ბევრი ცვლილება შეიტანა ოვალურ კაბინეტში. მან საოჯახო ფოტოები სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტი ცეზარ ჩავესის ბიუსტის გარშემო განათავსა, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი ააღებინა