მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და საკუთარ „ფოლოვერებს“ დახვეწილი და მოდური ფოტოებით ხშირად ანებივრებს. ერთ-ერთ ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოზე ფანებმა სალომე სილამაზით მონიკა ბელუჩის შეადარეს.
View this post on Instagram
„მე რომ მკითხონ საქართველოში სექსუალურ და ლამაზ ქალზე, ზუსტად ვიცი, რომ სალომეს დავასახელებ“, „ქართველი მონიკა“, „უტიფრად ლამაზი ხარ“, – სწერენ სალომეს.
View this post on Instagram
სალომე ღვინიაშვილის სოციალური ქსელი ინდივიდუალიზმით გამორჩეული ფოტოებითაა სავსე. მისი ვირტუალური სივრცე ერთი განსაკუთრებული მიკრობლოგია, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. მას 207 ათასამდე „ფოლოვერი“ ჰყავს. ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება.
View this post on Instagram
სალომე ღვინიაშვილი პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა, როდესაც მას ფაქტობრივად არავინ იცნობდა. მისი კარიერა სარეკლამო რგოლების გადაღებით დაიწყო და დღემდე აქტიურად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ მოდელმა პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, სამოდელო კარიერითა და დიზაინერობით დაინტერესდა.
View this post on Instagram
მოგვიანებით ზურა ხიზანიშვილი გაიცნო და ყველაფერი თავბრუდამხვევ ზღაპარს დაემსგავსა. მათ ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ – ტასო და ნიტა. ძმასთან დათუნა აბულაძესთან შედარებით, გოგონები ტელეეკრანებზე უფრო ხშირად ჩნდებიან.
View this post on Instagram
სალომე სრულიად პატარა უეცრად გამოჩნდა ეკრანზე და დიდი ინტერესი დაიმსახურა. ხუჭუჭა თმამ, გრძელმა ფეხებმა, მოხდენილმა სიარულმა და კაშკაშა თვალებმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთი სარეკლამო რგოლიდან.
View this post on Instagram
სალომე სამოდელო სფეროს და პოდიუმს დაემშვიდობა, მაგრამ მოდის სამყაროს – არა. მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმზე აღარ დგას, ის ახლა წამყვანი დიზაინერია და საკუთარი ბრენდი SALOMÈ შექმნა. ბრენდი ახალი დაარსებულია, მაგრამ ქართველ მოდის მოყვარულებს შორის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარული ტელეწამყვანი საკმაოდ ნიჭიერი დიზაინერი აღმოჩნდა. მისი სამოსი მოდურ ქალბატონებს მეტ თავდაჯერებულობას მატებს.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც კორონავირუსის გამოა დაწესებული. ამ საკითხს პარტიის ოფისში გამართული პრესკონფერენცია მიეძღვნა.
„გვაცადეთ მუშაობა! - „გირჩი“ კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს >>
მათი თქმით, შეზღუდვების გამო ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს, მცირე ბიზნესი ვერ უმკლავდება პრობლემებს და ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება.
„ჩვენს ბარში იყო გაფორმებული 82 ადამიანი, რომლებიც ამ მომენტისთვის იმ 200 ლარის იმედად არის... ამ 82 ადამიანს მოყვება ოჯახები, შემდეგ არის დაცვის სამსახური, დისტრიბუცია, რომლის ვალები გვაქვს და ვერ ვიხდით. სექტემბერში აღებული საქონელი გვიდევს. არის ქირა, რომელსაც ვერ ვიხდით“, - განაცხადა ბარ „სახელოსნოს“ მეპატრონემ ივა მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე.
ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და ყველა კვების ობიექტი მხოლოდ გატანაზე მუშაობენ. ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა.
2020 წლის 28 ნოემბრიდან მუშაობა შეწყვიტეს საქართველოს ზამთრის კურორტებმა, სასტუმროებს აეკრძალათ სტუმრების მიღება, კაფეები, რესტორნები, საბაგიროები და ტრასები დაკეტილია.
არსებობს ვარაუდი, რომ ზამთრის კურორტები დამსვენებლებს 1 თებერვლიდან მიიღებენ, მაგრამ ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„სათხილამურო კლუბის“ მფლობელის, გურამ გოგიშვილის თქმით, მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სათხილამურო კურორტების გახსნის შესახებ.
გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო >>
„დროზე უნდა გადაწყვიტონ, უახლოეს დღეებში. თუ წელს სათხილამურო კურორტები არ გაიხსნება, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“, - განაცხადა გოგიშვილმა.
საქართველოში არსებული ყველა სათხილამურო კურორტი - გუდაური, თეთნულდი, ჰაწვალი, ბაკურიანი, კოხტა-მიტარბი და გოდერძი გაჩერებულია. პანდემიამდე ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იწყებოდა და მარტის ბოლომდე გრძელდებოდა.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველო მილიონ მოსახლეზე კლინიკების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რაც პანდემიამდე კრიტიკის მთავარი საგანი იყო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკების დიდმა რაოდენობამ გარკვეულწილად დადებითი როლიც შეასრულა, როდესაც ჯანდაცვის სისტემის ნორმალურ საქმიანობას დაუბრუნდება, საჭირო გახდება მათი რაოდენობის შემცირება.
გაბუნიას განცხადებით, ეს განსაკუთრებით ეხება მცირე ზომის კლინიკებს, რომელთა სიჭარბე მაღალი ადმინისტრაციული ხარჯებისა და არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
„მიზანი არის, რომ ოპტიმალური იყოს კლინიკების რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებთან შესაბამისი იქნება. თუ, დავუშვათ, დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 17 ათასი საწოლი, და 17 ათასი საწოლი გაფანტულია 300-ზე მეტ კლინიკაში. კლინიკებისა და საწოლების კონსოლიდაციამ უკეთესი პირობები უნდა შექმნას ოპტიმალური სერვისის მიწოდებისთვის, დაზოგოს დანახარჯი ადმინისტრაციულ რესურსზე და ეს ფული პირდაპირ ბენეფიციარისკენ წავიდეს, პაციენტმა მიიღოს მეტი და უკეთესი სერვისი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია სტრატეგიის შემუშავების პროცესი და ეს ყველაფერი თავიდან უნდა გაანალიზდეს.
კლინიკების ნაწილი 1 თებერვლიდან მრავალპროფილურ სერვისებს განაახლებს>>
გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც განაცხადა, რომ საქართველოს არ ესაჭიროება იმ რაოდენობით კლინიკები, რაც ამჟამად არის. მინისტრმა ჭარბი რაოდენობის კლინიკების გახსნა ბიზნეს–ინტერესებით ახსნა.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, 19 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ონლაინრეჟიმში გაიმართება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინა შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
„ღონისძიება ხაზს უსვამს ორბელიანების სასახლის ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, – განაცხადა ირინა შენგელიამ.
კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, კომპოზიტორი დავით ევგენიძე და ბენდი. კონცერტს მაყურებელი პრეზიდენტის ოფიციალური Facebook-გვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით უყურებს.