ხალხი შიმშილობს – არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს

© Sputnik / STRINGERახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია
ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ფონისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ მთავრობის კანცელარიასთან აქცია–პერფორმანსი გამართა დევიზით „ხალხს შია“.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი გამოსვლის მიზანია მთავრობის ყურადღების მიპყრობა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონისადმი.

© Sputnik / STRINGERახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია
ხალხი შიმშილობს – არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს - Sputnik საქართველო
ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის ჯონი ქურასბედიანის თქმით, კანცელარიასთან ისინი თავიანთი პოზიციის გამოსახატად მივიდნენ. ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ახალგაზრდებს სურთ, რომ საკუთარი ხმა მიაწვდინონ თბილისის მერს და აბსოლუტურად ყველას. „ჩვენ არ გავჩერდებით“, – განაცხადა ქურასბედიანმა.

აქციაში ოცამდე ადამიანი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0