პოლიცია პირბადის ტარების წესს აკონტროლებს

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოავლინა

45
(განახლებულია 16:59 28.12.2020)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოვლინდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 518 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი  ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

45
სულისა და სხეულის ჰარმონია- ქალი ზღვის პირას

„დამნაშავე“ ჰორმონები რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

3518
(განახლებულია 11:11 25.01.2021)
ჭარბი წონა, როგორც წესი, ზედმეტი საკვების მიღებითა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვით აიხსნება. თუმცა, ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია...
3518
აქცია ბათუმში

ბათუმში აქტივისტ ირაკლი ფანგანის მხარდამჭერი აქცია განახლდება

15
(განახლებულია 11:41 25.01.2021)
აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარ ინციდენტის ფაქტზე  პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტის ირაკლი ფანგანის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია  აჭარის პოლიციის სამმართველოსთან დღესაც გაიმართება.

პოლიციამ ფანგანი კვირას დააკავა –  ფანგანმა ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ  23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა. 

ფანგანი ორგანიზაციის ოფისში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეოს სსკ–ის  156–ე („დევნა“) და 239–ე („ხულიგნობა“) მუხლებით.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფანგანთან მიმართებით შერჩევით სამართალს იყენებს.

 „არავის სჯერა, რომ პოლიციის ეს ქმედება სამართლიანობის აღდგენას ემსახურება, ერთმნიშვნელოვნად ადგილი აქვს შერჩევით სამართალს... პროტესტი გაგრძელდება“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ.

„მომხდარ ფაქტი, რა თქმა უნდა, არ ჯდება თავისუფლების გამოხატვის ფარგლებში, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანის დასჯა – პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ვაჟა დარჩიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ორშაბათს პოლიცია ინციდენტში მონაწილე სხვა პირების გამოკითხვას გეგმავს.

15
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

„ელფები“ დედამიწაზე: ISS-ის ჩქაროსნულმა ტელესკოპმა უიშვიათესი კადრები გადაიღო - ვიდეო

0
(განახლებულია 11:56 25.01.2021)
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა ჩქაროსნულმა ტელესკოპმა უიშვიათესი კადრები გადაიღო დედამიწის იონოსფეროში

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტზე არსებულმა მოწყობილობამ იშვიათი ბუნებრივი მოვლენა — ორმაგი და სამმაგი „ელფები“ დააფიქსირა, იუწყება РИА Новости.

მანამდე ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპერიმენტ ASIM–ის ფარგლებში იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან არ ჩანს. ESA–მ წარმოადგინა ანიმაცია, რომელზეც ასახულია, როგორ ადის 50 კმ სიმაღლეზე მანათობელი ნაკადები, „ელფები“ — იონოსფეროში ოპტიკური და ულტრაიისფერი გამოსხივების დიდ მანძილზე სწრაფად გავრცელებადი ნაკადები.

ამასთან აღინიშნება, რომ ESA–მ კამერებზე ვერ დააფიქსირა უშუალოდ „ელფების“ წარმოქმნა, ვინაიდან მათ არ აქვთ დროის მაღალი გაფართოების მოწყობილობები.

„მათ უბრალოდ გამოსხივების სპექტრით ივარაუდეს, რომ ეს „ელფები“ იყო“, — აცხადებს ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაველ კლიმოვი.

მისი თქმით, ეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა რუსულმა მოწყობილობამ შეძლო, რომელიც ამ დროისათვის ევროპულის პარალელურად მუშაობს.

კლიმოვი განმარტავს, რომ რუსული ჩქაროსნული ტელესკოპის მგრძნობიარობა ევროპულისას აღემატება, ამიტომაც შეუძლია „დაინახოს“ მოვლენები, რომლებსაც ASIM–ი ვერ ამჩნევს.

მეცნიერის განმარტებით, ამ დროისათვის დაახლოებით 15–20 ელფია დარეგისტრირებული.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა