თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.418-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 206.313 (ბოლო 24 საათში – 2.766) ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 427, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.624 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.311 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი არველაძის პირადი ცხოვრება მუდმივად იყო საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში. ალინა და გიორგი არველაძეებმა ერთმანეთი წლების წინ უკრაინაში გაიცნეს.
გიორგი მაშინ უკვე წარმატებული პოლიტიკოსი იყო, საყვარელ ქალს ხელი სთხოვა, საქართველოში ჩამოიყვანა და უკრაინელი გოგონა ქმრის გვარზე გადავიდა.
ალინა არველაძე „იმედში“ გასართობ გადაცემებზეც მუშაობდა, ის „თბილისი ლაივის“ პროდუსერი გახლდათ და საკმაოდ ხმაურიან გადაცემებსაც აკეთებდა თიკო სადუნიშვილთან ერთად.
გიორგი ალინასთან დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არველაძეების წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
უკრაინელი ალინა არველაძე საქართველოში დარჩა და საკუთარი ბიზნესი დაიწყო, ხოლო გიორგი არველაძე ქვეყნიდან წავიდა. ალინას და გიორგის ორი შვილი ჰყავთ. ალინამ გახსნა ძვირფასი და ძვირადღირებული აქსესუარების მაღაზია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
როგორც გაირკვა, გიორგი არველაძემ ახალი სიყვარული იპოვა და ის უკრაინელი ჟურნალისტი ანასტასია ზუბენკოა. ანასტასიას ჟურნალისტის განათლება აქვს, თუმცა ამ პროფესიით არასოდეს უმუშავია. წყვილი დუბაიში ისვენებს. „ჩემი რწმენა და სიმართლე! ჩემი უსაყვარლესი ადამიანი მსოფლიოში! ჩემი სიამაყე, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ. მსოფლიოში საუკეთესო ადამიანი! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენი ვარ…” – წერს ანასტასია გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოზე.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ცნობილ ქართველ პიანისტს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა, ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის მიანიჭა.
იუნესკოს საპატიო ტიტულს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი ფლობს. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვ.
ქართველ პიანისტს აღნიშნული სტატუსი პირველად 2015 წელს პარიზში მიენიჭა და პირველი ქართველი ხელოვანია, რომელიც პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს.
ელისო ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს თბილისში დაიბადა. მუსიკალური ნიჭი ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა. პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად შვიდი წლის ასაკში დაუკრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს დაამთავრა.
მან პროფესიული მოღვაწეობა საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად გამოდის ევროპისა და აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიასა და აშშ-ში. 2012 წელს ჩამოაყალიბა ფონდი „ლირა", რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს უწევს დახმარებას. მან ასევე 2013 დააფუძნა "ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი".
ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ.
საფრანგეთის ეროვნულმა სატელევიზიო კომპანია LCI-მ სრულმეტრაჟიანი ფილმი მიუძღვნა ქართველი ხელოვანის ცხოვრებას საქართველოსა და პარიზში.
ელისო ბოლქვაძე მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.