დაკეტილი ბაზრობა

ქუთაისის ბაზრობის მოვაჭრეებმა მუშაობის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

1203
(განახლებულია 12:56 27.12.2020)
ქუთაისის ბაზრობის მოვაჭრეების განცხადებით, ბაზრობაზე სოციალური დისტანციის და ყველა სხვა რეგულაციის დაცხვა შესაძლებელია

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისის ბაზრობის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრობის გახსნას მოითხოვენ, იუწუება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. იმ დღიდან ყველა სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა (გარდა აგრარული ბაზრისა) დაკეტილია. მთავრობის მაშინდელი გადაწყვეტილებით, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით 24 დეკემბრიდან - 2 იანვრამდე შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო, კერძოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებდნენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ტიპის ბაზრები. აღდგებოდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდა და ღია და დახურული ტიპის ბაზრობებს არ შეეხო.

ბაზრობის თანამშრომლების თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მათ მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ისინი რეგულაციების გადახედვას და რამდენიმე დღით მუშაობის უფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები მუშაობას 16 იანვრიდან განაახლებენ.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდა. დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით გაიხსნა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.

 

1203
რუსკა მაყაშვილი

ორსული რუსკა მაყაშვილის შოკის მომგვრელი ცეკვა - ნახეთ როგორ მოძრაობს მსახიობი

38
(განახლებულია 13:22 19.01.2021)
მოუსვენარი მსახიობი ფეხმძიმობის პერიოდში უფრო მოძრავი ხდება. რუსკა მაყაშვილი Tik-Tok- ის ვარსკვლავია. ტელეწამყვანმა უახლესი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც შეუდარებლად გამოიყურება და რითმულად მოძრაობს. ნახეთ ფეხმძიმე არტისტის პოზიტიური ვიდეო

რუსკა მაყაშვილი ხუთი თვის ფეხმძიმეა. ის სხვა სელებრითებს არ ჰგავს, რომლებიც ფეხმძიმობას მალავენ, ორსულობის ტრიმესტრებს ან თუნდაც პირადი ცხოვრების დეტალებს. მსახიობი გულახდილობით გამოირჩევა და ეს არის მისი ყველაზე დიდი ხიბლი. მისი უფროსი ვაჟი ქარიზმატულობით დედას ჰგავს. ბიჭუნას პოზიტიური ვიდეოები დიდ გამოხმაურებას იწვევს.

მსახიობი, ტელეწამყვანი, სხვადასხვა ტელეპროექტის ჟიურის წევრი ადამიანების გამხიარულებით აქტიურად არის დაკავებული. მსახიობი თოქშოუების საკმაოდ რეიტინგული სტუმარია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გარეგნობა აკომპლექსებდა და პლასტიკური ოპერაციების გაკეთებაც უნდოდა, საზოგადოებამ ის სწორედ ბუნებრიობის გამო შეიყვარა. რუსკა მაყაშვილი საკუთარ მინუსებზე მუდამ ხმამაღლა საუბრობს.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით გააცნო მეუღლე. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ.

წყვილი მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია 3 წლისაა. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. ნოემბერში რუსკამ „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ამცნო, რომ მეორე შვილს ელოდება. მსახიობმა უამრავი მილოცვა მიიღო.

38
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ლაბორატორია

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 150–მდე შემთხვევა დაფიქსირდა

13
(განახლებულია 16:37 19.01.2021)
ამ დროისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 40, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 14 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 25 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 33.

გასულ დღე–ღამეში კორონავირუსი 179–მა ადამიანმა დაამარცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1.550 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.465-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

13
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ოპოზიცია

ვენეციის კომისია პარტიების დაფინანსება/რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტებს განიხილავს

0
(განახლებულია 17:21 19.01.2021)
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში  კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაიმართება, რაც  ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის  პოზიცია გახდება ცნობილი.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას კომისია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატილი საქართველო" ვენეციის კომისიას ის ორი სადავო კანონპროექტი  გადაუგზავნა, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება (საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი; საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება).

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები გასული წლის დეკემბერში პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს  ინიციატივით, კანონპროექტის შემდგომი განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნამდე შეჩერდა.

ძირითადი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის. მმართველი გუნდის კანონპროექტის მიხედვით, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი დეპუტატების მინიმუმ ნახევარი უარს არ იტყვის მანდატებზე. 

პარტია ასევე ვერ შეძლებს წლიური დაფინანსების მიღებას, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტის წინა სესიის ყველა სხდომას არასაპატიო მიზეზით გააცდენს. გარდა ამისა, დაფინანსების გარეშე დარჩება ბლოკში შესული პარტია, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტში არ შევა, ან თუ პარლამენტში შესული პირები წინა ექვსი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენენ პარლამენტის სხდომებს. ამასთან ერთად, პარტიები, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდებათ, ვერ შეძლებენ ახალი საარჩევნო კამპანიის პერიოდში უფასო საეთერო დროით სარგებლობას.

კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა,  ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

საქართველოს პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო>>>

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება