რეანიმატოლოგები

COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

69
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 784-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 22 0508-ს მიაღწია.

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 352 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 784-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 22 0508-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 200339  (ბოლო 24 საათში – 4 119) ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 396, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 701 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 464 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

69
გიორგი გახარია

საქართველო ვაქცინაციისთვის მზადაა პრემიერი

1
(განახლებულია 13:25 21.01.2021)
ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტის ვაქცინაციას ითვალისწინებს

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველო როგორც ტექნიკური, ისე სამედიცინო პერსონალის მომზადების კუთხით მზადაა, მიიღოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ ავტორიზებული ნებისმიერი ვაქცინა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კოვიდ-ვაქცინებისგან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა: ჯანმოს ექსპერტი>>

მისი თქმით, ქვეყანაში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა.

„2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია დაიწყება მაღალი რისკის ჯგუფებიდან: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65-დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები.

შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის იმ პირების, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს. არ იგეგმება ბავშვების ვაქცინაცია. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

„საქართველომამ პლატფორმაზე თავისი მიზანი 5-6 თვის წინ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში მოწოდებული იყოს მილიონნახევარი ვაქცინა. ჩვენ უკვე ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ და მთავარი მიზანია ახლა, რომ ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დღეს დაამტკიცა.

1
ეპიდემია საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

32
(განახლებულია 12:08 21.01.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.137-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  251.071-ს მიაღწია.

 

თბილისი,  21 იანვარი – Sputnik.  საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.137 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 477 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი-164, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი – 95, შიდა ქართლი – 85, ქვემო ქართლი – 65, აჭარა – 64, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი -18, გურია – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.179 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238.101-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 11 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  2.998-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.946 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.478 პაციენტი, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 1 685, აჭარაში – 249, იმერეთში – 711.

735  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 219 პირი, მათგან  თბილისში – 158, აჭარაში – 2, იმერეთში – 25. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 534 ადამიანი, 243 – თბილისში, 206 – აჭარაში, 32 – იმერეთში. 5.934 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება  536 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, აჭარაში – 109, ხოლო იმერეთში – 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 20.813 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12.013 პირი, აჭარაში – 1.559, იმერეთში – 2.244.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.137-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  251.071-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა  2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

32
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები