ლაბორატორიაში

COVID-19 საქართველოში: ახალი შემთხვევების რაოდენობა მესამე დღეა იკლებს

80
(განახლებულია 11:05 26.12.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 200339  (ბოლო 24 საათში – 4 119) ადამიანი, გარდაიცვალა – 2 352  (ბოლო 24 საათში – 39), კარანტინის რეჟიმშია 396, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 701 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 464 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 784-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 22 0508-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 200339  (ბოლო 24 საათში – 4 119) ადამიანი, გარდაიცვალა – 2 352  (ბოლო 24 საათში – 39), კარანტინის რეჟიმშია 396, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 701 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 464 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 421 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7170, PCR–ტესტით – 7251.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

80
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ციხე

პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ბრალდებებს არ ეთანხმება

2
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებს არა ადმინისტრაცია, არამედ კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. მაყურებლები აკონტროლებენ

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებს სახელმწიფო აკონტროლებს და არა კრიმინალური ავტორიტეტები, ასე უპასუხა საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის განცხადებას.

ევროპის საბჭო პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობით ინტერესდება>>

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ ნახევრადღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებს კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. მაყურებლები მართავენ. მან განაცხადა, რომ დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ არაერთხელ ჰქონდა ადგილი მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებს, და აპარატს არა აქვს საშუალება, რომ პატიმრობის ადგილებში სრულფასოვანი მონიტორინგი განახორციელოს.

ლომჯარიამ დახმარების თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. მას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

იქვეა მოყვანილი სტატისტიკა. მაგალითად, დადგენილების საფუძველზე 60 მსჯავრდებული, რომლებიც სხვა პატიმრებზე გავლენას ცდილობდნენ, ნახევრადდახურული პენიტენციური დაწესებულებებიდან დახურულში გადაიყვანეს. ამიტომ საუბარი კრიმინალური ავტორიტეტების გავლენაზე პენიტენციურ სისტემაზე სიცრუეა და ამ ინფორმაციის გავრცელება ერთადერთ მიზანს – საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მსჯავრდებულების სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვიანობის შემცირებას, პენიტენციურ სამსახურს ომბუდსმენის ოფისზე პატიმრების ხელმისაწვდომობაზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია, რადგან მათ უფასო მიმოწერისა და სატელეფონო კავშირის უფლება აქვთ, აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ის ვერ იმოქმედებს პატიმრებისა ომბუდსმენის ან მისი აპარატისადმი, ან ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან პირისადმი დამოკიდებულებაზე. თუ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები სახალხო დამცველისადმი უკმაყოფიელბას გამოთქვამენ, ეს მხოლოდ მათი პირადი დამოკიდებულებაა და ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს, აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

2
ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილმა თაკო გაჩეჩილაძის ვაჟი მონათლა - ფოტოები ნათლობიდან

39
(განახლებულია 14:47 20.01.2021)
თაკო გაჩეჩილაძემ უმცროსი ვაჟი მონათლა. ნახეთ ნათლობის უსაყვარლესი ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მომღერლები ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე ბავშვობის მეგობრები არიან. გოგონები დღემდე მეგობრობენ. თაკო ნინის მეჯვარეც იყო, როდესაც მომღერალი რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე დაქორწინდა.

მას შემდეგ, რაც ნინიმ, ქრისტინემ და თაკომ ბორჯომში უქმეები გაატარეს, ნინიმ 19 იანვარს თაკოს უმცროსი ვაჟი ელია მონათლა.

ნინიმ ნათლობის ფოტოები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა, სადაც ეკლესიაში ნათლობის პროცესია ასახული. ელიას ცნობილი ნათლიები - მომღერალი ნინი ბადურაშვილი და დიზაინერი ანუკა ქებურია ჰყავს.

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილის დედა მაისში გახდა. მომღერალმა Instagram-ზე ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა. თაკოს ორი შვილი - გოგონა გაბრიელა და ელია ჰყავს. მომღერალი სამი წლის წინ დაოჯახდა. მისი რჩული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია.

39
თემები:
სელებრითების ცხოვრება