სახელმწიფო მიწების დატაცების საკითხზე მერიამ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა

© photo: Sputnik / Stringerმერია
მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, სახლების დემონტაჟი კანონიერ საფუძველზე ხორციელდება, ხოლო მერია სახელმწიფო მიწების მიტაცებას ხელს ვერ შეუწყობს.

 

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცებისა და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსების მიმართულებით არსებული კანონმდებლობა სუსტია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას. 

შენობა–ნაგებობეის დემონტაჟი - Sputnik საქართველო
უკანონო მშენებლობების დემონტაჟის მორიგი ტალღა: რა ხდება სამგორში

როგორც კალაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ქონების, მიწების დატაცება  და მათზე შენობა-ნაგებობების უნებართვოდ განთავსება დანაშაულია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდეს.

„არსებული კანონმდებლობა სუსტია, რომელიც ვერ ზღუდავს იმ სამწუხარო ფაქტებს, რაც მრავლად გვაქვს ქალაქში. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. მიწების დატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ისჯდებოდეს. სხვანაირად ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია“, - განაცხადა კალაძემ.

გასულ კვირას თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ  სამგორის რაიონში უნებართვოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, რასაც რამდენიმე შემთხვევაში სახლის მეპატრონეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება  და დაკავებები მოჰყვა.

მერიის განმარტებით, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება. 

ყველა ახალი ამბავი
0