ონკანი

კონკურენციის სააგენტო: წყალზე ძალზე დაბალი ტარიფია

201
სასმელი წყალი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც თავისი ღირებულება აქვს, რაც მოიცავს წყლის მოპოვებას, გაფილტვრას, დამუშავებას, მოსახლეობაზე განაწილებასა და ხარისხის კონტროლს, მიაჩნიათ სააგენტოში

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik.  წყალმომარაგება დღეისთვის ყველაზე დაბალფასიანი კომუნალური მომსახურებაა დიდი ხარჯებით, განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს უფროსის მოადგილე ლევან კალანდაძემ ჟურნალისტებთან. 

 „იმისთვის, რომ მოსახლეობას მუდმივად მიეწოდებოდეს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი, აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, ადამიანური რესურსი და კომპანიის მხრიდან მუდმივი ინვესტიცია”, - აცხადებს კალანდაძე.

მისი თქმით, ქვეყანაში აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაფართოება, ამისთვის კი საჭიროა ელექტროენერგია და მუდმივი ინვესტიციები.

ამასთან, კალანდაძემ თავი შეიკავა წყალზე ტარიფის გაზრდის თაობაზე განმარტების მიცემისგან. ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNERC) იღებს.

კომისიის დადგენილების თანახმად, სასმელი წყლის ტარიფის ზედა ზღვარი 1მ³–ზე 0,4 ლარიდან 0,2 ლარამდე მერყეობს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყალმომარაგებაზე რვა კომპანიაა პასუხისმგებელი.

201
ეპიდემია საქართველოში

COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთში

2
(განახლებულია 15:23 28.01.2021)
ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 203 პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 54 ადამიანი.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 78 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 202 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობს 70 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 34 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 41 ინფიცირებულია მოთავსებული – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 22 კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 20 ინფიცირებულია მოთავსებული. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 15 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 723-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 256.287-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 



2
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
აქცია პარლამენტთან

„ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს" თბილისში მორიგი აქცია გაიმართა

24
(განახლებულია 14:39 28.01.2021)
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები იმართება

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. „ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს, ქვეყანა უნდა გაიხსნას“ – პარლამენტთან ორგანიზაცია „მოძრაობა ხალხისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესო აქცია გამართეს.

აქტივისტები კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებას მოითხოვენ. 

აქციის მონაწილეების თქმით, ჩინოვნიკები, რომლებმაც შეზღუდვები დააწესეს, ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებიან, ვერ ხედავენ და არ ესმით ხალხის, რომელთათვისაც გადაადგილების ერთადერთი საშუალება ტაქსი გახდა.

აქტივისტებმა აქციაზე ჩინოვნიკების გრძელი სია წარმოადგინეს, რომელშიც დაფიქსირებული იყო ვინ რა ავტომობილით მოძრაობს. „შავ სიაში“ პრაქტიკულად ყველა მინისტრი, პრემიერი, დედაქალაქის მერი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მოხვდნენ.

 „ადამიანები, რომლებმაც ჩვენ შეზღუდვები დაგვიწესეს, შავ ჯიპებში სხედან და ჩვენს პრობლემებს ვერ ხედავენ. ჩვენ შეზღუდვების მოხსნას ვითხოვთ“, – განაცხადა აქტივისტმა ნინო წულაძემ.

„გახსოვართ“? - შშმ პირებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს>>>

აქციის ორგანიზატორები კიდევ ერთ აქცია–პერფორმანსს „დაუსიგნალე“ გეგმავენ. 29 იანვარს, 11:00 საათზე ყველამ, ვინც იზიარებს აქტივისტების მოსაზრებას, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნის მხარდასაჭერად უნდა „დაასიგნალოს“.

ამ დროისთვის მთავრობის გეგმებში კოვიდ–შეზღუდვების შერბილების დაწყებაა. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების ამუშავება და 1 თებერვლიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესის სკოლებში განახლება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დედაქალაქის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია – თბილისში შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით პერმანენტული აქციები არ წყდება.

მთავრობაში კი აცხადებენ, რომ შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი შემცირდება და  4%–იან დონეს შეინარჩუნებს.

24
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები