ჭავჭავაძის გამზირი

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს  ქუჩები

1489
(განახლებულია 18:48 25.12.2020)
კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მერიის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქალაქის ქუჩების განტვირთვაა.

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს დედაქალაქის ქუჩები, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას. 

თბილისის საკრებულო დღეს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომელიც ქალაქის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.  მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე კი კახა კალაძე საკრებულოს დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგა.

თბილისის მერის განცხადებით,  მერიის პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება წახალისებული იყოს.

„ეს არის განხორციელებული საუკეთესო პროექტები განვითარებული ქვეყნების მაგალითზე. ამ პროექტის ხორცშესხმაში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე ძლიერი კომპანიები გვეხმარებიან.  ყველა გადაწყვეტილებას წინ უძღვის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები.  ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ წავახალისოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის, მათ შორის, დაწყებულია ახალი ავტობუსების ჩანაცვლება, შექმნილია სპეციალური საავტობუსე ზოლები და ა.შ.

ჭავჭავაძის გამზირის განახლება დედაქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია. ქუჩის რემონტის დროს საგრძნობლად გაფართოვდა საფეხმავლო ზონა და შემცირდა გზის სავალი ნაწილი. ავტობუსების გაჩერებებმა გზის ცენტრალურ ნაწილში გადაინაცვლა. მოძრაობის ახალი სქემის თანახმად ავტობუსები გამზირზე ქუჩის შუაში მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლში მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებიან. საქართველოში ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით თბილისში საცობების ეტაპობრივ აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები 2019 წლის მაისის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დაასრულა.

1489
მანიკა ასათიანი

„ჯერ ბოლომდე არ გადმოვბარგებულვართ“ - ნახეთ მანიკა ასათიანის ახალი სახლი წავკისში - ვიდეო

27
(განახლებულია 13:03 15.01.2021)
უმშვენიერესი მოდელი და ტელეწამყვანი მალე ოჯახთან ერთად ახალ სახლში იცხოვრებს. ნახეთ როგორი ინტერიერი აქვს წავკისის სახლს

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი მალე წავკისში, ულამაზეს სახლში იცხოვრებს. გადაცემა „იმედის დღეს“ მანიკამ მეუღლესთან და შვილთან ერთად სწორედ ახალ სახლში უმასპინძლა, თუმცა, როგორც აღნიშნა, წავკისში ჯერ ბოლომდე არ გადასულა და ჯერჯერობით მხოლოდ ახალ წელს შეხვდა აქ მეუღლის ოჯახთან ერთად.

მანიკას თქმით, სახლში სწორედ ბექას დიდ ოჯახთან ერთად იცხოვრებს. მანიკას მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.

მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.

27
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ეიფელის კოშკი

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოქალაქეებს ახალ შეზღუდვებზე აფრთხილებს

22
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოუწოდება საქართველოს მოქალაქეებს დაიცვან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 16 იანვრიდან მინიმუმ 15 დღით კომენდანტის საათი 20:00 საათის ნაცვლად 18:00 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.

18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან  საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლისას სავალდებულო ხდება 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR - ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი.

22