სამედიცინო აღჭურვილობა კლინიკაში

ბრძოლა COVID-თან: მსოფლიო ბანკმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

63
(განახლებულია 21:08 25.12.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.881-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 218.724-ს მიაღწია.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ბანკმა საქართველოს სასუნთქი აპარატები და სხვა სამედიცინო ტექნიკა გადასცა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამედიცინო ინვენტარს შორიაა 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, 500 არაინვაზიური სამედიცინო სასუნთქი გზების ვენტილაციის აპარატი, 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი და კომბინირებული სიპაპები. აღჭურვილობა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება, საწოლები კი ძირითადად სახელმწიფო კლინიკებში განთავსდება: რუხში, თბილისსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა პანდემიასთან ბრძოლისთვის ქართველ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. დაიცავით უსაფრთხოების წესები, დისტანცია და ატარეთ პირბადე“, – განაცხადა მოლინეუსმა.

უწყების ცნობით, სამედიცინო აღჭურვილობა განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სუნთქვის უკმარისობით გართულებულ მკურნალობას კოვიდ-კლინიკებსა და კლინიკურ სასტუმროებში გადიან. თუმცა მათი გამოყენება ბინაზე მიმდინარე მკურნალობის პირობებშიც შესაძლებელია, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით.

პაატა იმნაძე: მოსახლეობას კორონავირუსის ახალი შტამის არ უნდა ეშინოდეს>>

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20.165, საიდანაც 5.969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.542, ხოლო ბინაზე მკურნალობის კურსს 12.654 პაციენტი გადის. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 414 პირი იმყოფება.

63
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 16 აპრილის მონაცემები

26
(განახლებულია 10:53 16.04.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.831 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 442), გარდაიცვალა – 3.916 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 331, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.720 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 400 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.077-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 293.321-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.831 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 442), გარდაიცვალა – 3.916 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 331, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.720 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 400 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.645 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.727, PCR–ტესტით – 10.918.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,4%, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,04%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

26
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
მოწევა აკრძალულია!

ტაქსიში და საკუთარ ავტომობილში თამბაქოს მოხმარება შეიძლება აიკრძალოს

19
(განახლებულია 10:41 16.04.2021)
გამოიკვეთა მონიტორინგის გააქტიურების აუცილებლობა საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის ხშირი ფაქტები ფიქსირდება

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik.  თამბაქოს მოხმარება ტაქსიში ან საკუთარ ავტომობილში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, შეიძლება აიკრძალოს, შესაბამისი რეკომენდაცია პარლამენტმა უკვე მიიღო.

 „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე პარლამენტის დადგენილების თანახმად, მონიტორინგის საფუძველზე ტაქსისა და ავტომობილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის შემოღების აუცილებლობა გამოვლინდა, რადგანაც ხშირი შემთხვევებია, როდესაც თამბაქოს მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ხდება.

გარდა ამისა, გამოვლინდა აუცილებლობა საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში  თამბაქოს მოხმარების წესების აღსრულების კონტროლისა,  სადაც კანონის ხშირი დარღვევა ფიქსირდება. 

გარდა ამისა, კვლევის შედეგებმა გამოავლინა  ინტერნეტ–სივრცეში თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის შემთხვევები და ქვეყანაში სიგარეტის საცალო გაყიდვის პრაქტიკა.

მთლიანობაში საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობა  დადებითად ფასდება. პარლამენტის მონაცემებით, კანონი იშვიათად ირღვევა, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები კი მცირდება.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს კაზინო, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, სათამაშო აპარატების სალონები, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე გამოყოფილი სპეციალური ადგილები წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მსახიობებსაც სპექტაკლის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას.

ერთ კოლოფ უფილტრო ან ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ფასი 1,7 ლარია. ამასთან, ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა: 10-დან 30%-მდე კოლოფის ღირებულებიდან გამომდინარე. დღეისთვის საქართველოში ერთი კოლოფი თამბაქოს ფასი 5,5 ლარიდან იწყება. შედარებისთვის 2017 წელს ერთი კოლოფი სიგარეტი დაახლოებით 1,5 ლარი იყო.

19