ციხე

პენიტენციურ დაწესებულებებში 28 დეკემბერს საახალწლო ამანათების მიღება იწყება

51
(განახლებულია 20:41 25.12.2020)
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში პატიმართათვის განკუთვნილი ამანათების მიღება 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში ყველა დაწესებულება ამანათების მიღებას იწყებს, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილი ამანათების მიღება 28-30 დეკემბერს დილის 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. 31 დეკემბერს კი ამანათებს 09:00 საათიდან 16:00 საათამდე მიიღებენ.

პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია დაიწყო>>

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

51
ლიზა ყენია

„დაბადების დღეს გილოცავ, სიყვარულო“ - ლიზა ყენიას შეყვარებული ცნობილი გოგოს ყოფილი ქმარია

2
(განახლებულია 14:11 26.01.2021)
ლიზა ყენიამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს უცნობი ფოტოები გაუზიარა. ნახეთ ვინაა ლიზას რჩეული და როგორ მიულოცა დაბადების დღე მომღერალმა

მომღერალ ლიზა ყენიას პირად გრძნობებზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ არასდროს მალავს რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. უკვე რამდენიმე თვეა, მომღერალი შეყვარებულია, მისი რჩეული გიგი ბააზოვი გალხავთ, რომელსაც ქართულ შოუ-ბიზნესში კარგად იცნობენ.

გიგი ბააზოვი წარსულში დაქორწინებული იყო და მისი მეუღლე, მოდის ცნობილი ბლოგერი სალი ბააზოვი გახლდათ. გიგი და ლიზა დროის უდიდეს ნაწილს ერთად ატარებენ. მომღერლის რჩეული დღეს იუბილარია, საყვარელ მამაკაცს ყენიამ დაბადების დღე ემოციურად მიულოცა. მან „ინსტაგრამზე“ ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა და დაწერა: „დაბადების დღეს გილოცავ, სიყვარულო“.

არასტანდარტული გარეგნობით გამორჩეული ლიზა ყენია თანატოლებში საკმაოდ პოპულარულია. მისი ჩაცმულობა, ტატუები და ფოტოსესიები ყოველთვის ტრენდულია და გოგონას ბევრი მიმდევარი ჰყავს. მომღერალი სითამამით გამოირჩევა, საოცარი გარდასახვებითა და იმიჯის შეცვლით არტისტი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.

2
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: აჭარაში  ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%– ზე დაბალია

12
(განახლებულია 14:40 26.01.2021)
აჭარა შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება. 1 თებერვლიდან ბათუმში იწყებს მუშაობას ტრანსპორტი, სკოლები და საბავშვო ბაღები. აჭარაში ასევე იხსნება სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

 

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. ინფიცირების დადებითობის 4%–იანი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი და გარანტიაა იმის, რომ ქვეყანაში  ეპიდვითარების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნებული იქნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

მინისტრმა მედიასთან განმარტა თუ რა შემთხვევაში არის მოსალოდნელი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კონკრეტულ რეგიონში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის გათვალისწინება, დასძინა ტიკარაძემ.

„ზოგადად, ერთი კვირის მანძილზე დაფიქსირებული დადებითი დინამიკა არ ნიშნავს, რომ სიტუაცია სტაბილურია. ეპიდვითარებას 14–დღიან ჭრილში ვაკვირდებით და ამის შემდეგ ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კლების დადებითი დინამიკა გრძელდება, მომავალში სხვა რეგიონებსაც განვიხილავთ და ასევე გავაფართოებთ შეზღუდვების გაუქმების ჩამონათვალს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობამ აჭარაში  1 თებერვლიდან კვების ობიექტების, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ აჭარაში რესტორნებისა და სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილებამ სხვადასხვა რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

კვირას, მთავრობის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.

12
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები