თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე შვილიშვილის, პატარა მარიამის პირველ ფოტოს აქვეყნებს.
„როგორც იქნა შევხდით ერთმანეთს... მარიამ“, – დაწერა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა შვილიშვილის შეძენის შესახებ საზოგადოებას 26 ნოემბერს ამცნო.
View this post on Instagram
„დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი)“ – წერდა პრეზიდენტი მაშინ „ინსტაგრამზე“. სალომე ზურაბიშვილი ბებია 68 წლის ასაკში გახდა. მარიამი პრეზიდენტის საფრანგეთში მცხოვრები ვაჟის თეიმურაზის პირველი შვილია.
პრეზიდენტის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა გასულ წელს ფრანგ გოგონაზე, კონსტანსაზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის შვილები – ქალ-ვაჟი ქეთევანი და თემური საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ, იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. ცნობილია, რომ პოლიტიკოსი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის ლევან ზურაბიშვილის შვილი. მას შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915 მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 234.636 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.643), გარდაიცვალა – 2.958 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 460, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.670 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 634 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 4.964 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.930, PCR ტესტით – 2.034.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.