Covid-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთში

© photo: Sputnikადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 112 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანრთელდა 255 ადამიანი.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 112 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამტრედიის კლინიკაში გარდაიცვალა 81 წლის ხობის მკვიდრი. ასევე ვირუსს ემსხვერპლა 88 წლის მამაკაცი თბილისის რკინიგზის ცენტრალურ საავადმყოფოში.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 255 მოქალაქე. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 47 ადამიანი.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 121 კოვიდ–პაციენტი. მათ შორის 70 საშუალო სიმძიმისაა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსით ინფიცირებული 25 მოქალაქეა მოთავსებული. მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს. აქედან მძიმეა რვის მდგომარეობა. „სენამედის“ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი. მძიმეა 11-ის მდგომარეობა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული. სენაკის „ლაზიკა მედში" კი – 40. მძიმე მდგომარეობაშია ერთი პაციენტი.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.881-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 218.724-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0