Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როცა მირეკავს...“ – კრისტი ყიფშიძე კოსმო ყიფშიძის უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრისტი ყიფშიძე პირველი ქმრის შვილის კოსმო ყიფშიძის უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს. ნახეთ რა ვითარებაში დააფიქსირა მოდელმა ბავშვი.

მსახიობ გიორგი ყიფშიძეს რამდენიმე თვის წინ შვილი კოსმო ყიფშიძე ეყოლა. ბავშვმა ყიფშიძეების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მსახიობის უფროსი ქალიშვილი ნატალია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს უმცროს ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. როგორც ჩანს, პირველი მეუღლის ახალ ოჯახთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მოდელ კრისტი ყიფშიძესაც.

„ინსტაგრამის“ „სთორიზე“ „ფოლოვერებმა“ კრისტის სთხოვეს პატარა კოსმოს ფოტო დაედო. „როცა მირეკავს Face Time-ით“ – ასე დაასათაურა მოდელმა უსაყვარლესი ფოტო და სოციალური ქსელის მომხმარებლების თხოვნა დააკმაყოფილა.

გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეს წლების წინ დაშორდა. მათი თანაცხოვრება დიდი ხნის მანძილზე აქტიურად განიხილებოდა. პოპულარული მოდელი და ცნობილი მსახიობი წლებია ერთად აღარ ცხოვრობენ. მათ ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავთ, რომელიც დიდი პოპულარობით გამოირჩევა. გიორგი ყიფშიძე ცოტა ხნის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი ახლანდელი რჩეული 20 წლით უმცროსი ფოტოგრაფია, რომელმაც მათი ერთად გამოჩენის შემდეგ დიდი ყურადღება მიიქცია.

გიორგის მეორე ნახევარი ფოტოგრაფი ანა გასიევაა. მარტში ანამ გიორგის კოსმო ყიფშიძე გაუჩინა. წყვილის უახლესი ფოტოები დიდ ინტერესს იწვევს. ნატალია ყიფშიძე კოსმოსთან ერთად ხშირად ჩნდება და მამის ახალ პარტნიორს პატარა ბიჭუნას გაზრდაში ეხმარება. ნატალია პატარა ძმაზე სიამოვნებით ზრუნავს და სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0