მართლმსაჯულების

სასამართლოს გადაწყვეტილება: ცხრა წლის გოგონას მამის ვალების გადახდა დაეკისრა

79
(განახლებულია 16:44 25.12.2020)
სასამართლომ შვილი მამის ქონებისა და, შესაბამისად, მისი ვალების მემკვიდრედ ცნო და ცხრა წლის ბავშვს 80 ათასზე მეტი დოლარის გადახდა დააკისრა.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთის სასამართლომ ცხრა წლის გოგონას მამის მიერ დატოვებული ვალების გადახდა დააკისრა, რომელიც მანამდე სიკვდილით დასაჯეს, იუწყება გამოცემა South China Morning Post.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 2013 წელს მიესაჯა სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ, რაც ცოლი და სიდედრი მოკლა. დანაშაულის ჩადენამდე მან საცხოვრებელი ბინა გაყიდა, რაშიც დაახლოებით 84 ათასი აშშ დოლარი მიიღო. თუმცა მკვლელობის შემდეგ ქონებას ყადაღა დაედო და ბინის მყიდველს, თანხის გადახდის მიუხედავად, მისით სარგებლობა აეკრძალა.

ამის შემდეგ მყიდველმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც ცხრა წლის ჩენ მანი მამის ქონებისა და, შესაბამისად, მისი ვალების მემკვიდრედ ცნო.

როდის არის მემკვიდრე ვალდებული, დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო>>

ჩენმა, რაღა თქმა უნდა, ვერ აღასრულა სასამართლოს განჩინება და ვალი ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც გოგონას სანქციები დაუწესდა. შეზღუდვები, სხვა აკრძალვებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს ბავშვისთვის თვითმფრინავითა და მატარებლით სარგებლობის აკრძალვასაც.

მომხდარის შესახებ ადგილობრივმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რამაც ფართო რეზონანსი გამოიწვია. სასამართლო იძულებული გახდა გაეუქმებინა საკუთარი გადაწყვეტილება და, „ტრაგიკული ოჯახური ისტორიის გათვალისწინებით“, ბოდიშიც კი მოუხადა გოგონას.

 

79
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)
ეპიდემია საქართველოში

COVID-19 საქართველოში: ვითარება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

18
ამ დროისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 40, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 37 პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული – ოთხის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 24.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 130 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის  1.137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.071 -ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

18
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ჩვენი მიზანია კოვიდვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს

15
(განახლებულია 11:26 21.01.2021)
ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია დაიწყება მაღალი რისკის ჯგუფებიდან

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 65-გვერდიანია, მასში რვა მიმართულებაა გაწერილი და მისი მიზანია, მიმდინარე წელს მოსახლეობის 65 პროცენტამდე აიცრას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

იმნაძე: საქართველო ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზადაა>>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და ვაქცინის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობდა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

გამყრელიძის განცხადებით, გეგმა, რომლის შემუშავებაში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული, მთავრობის ადმინისტრაციაში განიხილეს, ხოლო მისი დამტკიცება მთავრობის სხდომაზე უნდა მოხდეს.

მისი ინფორმაციით, უკვე ცნობილია, თავდაპირველად რომელი ჯგუფები აიცრებიან. ესაა სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცები და მათი მომვლელი პერსონალი.

„შემდეგ აიცრება 75 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ – 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ – 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და თანმდევი დაავადების მქონე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სასუნთქი სისტემის, დიაბეტის მქონე ადამიანები, შემდეგ უკვე – 18 წელს ზემოთ მოსახლეობა“, – განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა>>

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდემიოლოგების მიზანია, რომ მიმდინარე წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს.

„2.8 მილიონი მოზრდილი მოსახლეობაა ქვეყანაში და იმის 60-65% არის 1.6 მილიონი ადამიანი. ამისთვის გვჭირდება ვაქცინის დაახლოებიით 900 ათასი დოზა, რადგან ორჯერ კეთდება აცრა და გარკვეული დანაკარგია ხოლმე ვაქცინაციის დროს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, გეგმის მიმართულებებში განხილულია სხვადასხვა სცენარები.

„რომელი ცივი ჯაჭვის რეჟიმის ვაქცინა იქნება, იქნება -70-იანი -20-იანი თუ +2 +8 გრადუსიანი ვაქცინა. ყველა ამ რეჟიმზე არის თავისი გათვლები გაკეთებული, შესაბამისად ფასებიც, მომსახურებაც, რამდენი ბრიგადაა საჭირო დაწყებისას, შემდეგ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და ამის დეტალები“, – ამბობს გამყრელიძე.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, უკვე გაწერილია, რა ეღირება ქვეყნისთვის ეს პროცესი ვაქცინის ფასიდან და მომსახურებიდან გამომდინარე. გათვლილია ასევე თითო ბრიგადას დღეში რამდენი დამიანის აცრა შეუძლია.

როგორც უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ქვეყანა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად მზადაა. როგორც მან განმარტა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მარეგულირებლების მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა (Pfizer, Moderna, Astrazeneca) მიიღოს და ამ მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX–პლატფორმაში უკვე გაიგზავნა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ, შესაძლოა, AstraZeneca-ს ვაქცინაც წლის პირველ კვარტალში მიიღოს.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

15
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 23 იანვარს

0
(განახლებულია 10:29 21.01.2021)
საქართველოს დედაქალაქში შაბათს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 3 გრადუსს მიაღწევს

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები შაბათს, 23 იანვარს დედაქალაქში მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 1 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით 3 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:21 საათზე ამოვა და 18:04 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში