Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იმ წუთას გავიყინე, ცრემლები წამომივიდა“ – თათია სულუაშვილის უცნობი ისტორია შვილზე

© courtesy of Tatia Suluashviliთათია სულუაშვილი
თათია სულუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუმორისტული შოუს მსახიობმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც აქამდე არსად უთქვამს. ნახეთ რა შეემთხვა მსახიობის შვილს.

„ახალი შაბათის შოუს“ მსახიობს თათია სულუაშვილს მთელი საქართველო იცნობს, თუმცა ცოტა ხნის წინ ლელა წურწუმიას გადაცემაში მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტზე ისაუბრა, რაც აქამდე უცნობი იყო. როგორც გაირკვა, თათიას ვაჟს, უსაყვარლეს დათას აუტისტური სპექტრი დაუდგინეს.

დათა ახლა არის ექვსი წლის, როდესაც იყო წლის და ხუთი თვის, დაეწყო უძილობა, თავის ტკივილი. „დილის 5 საათამდე ქუჩაში გვეძინა ერთად, პლედი გვქონდა მოხვეული. მყავდა ნევროპათოლოგთან, მაგრამ მითხრა, ხდება ასე, ხასიათის ბავშვიაო“, – იხსენებს მსახიობი.

მსახიობის თქმით, ბავშვი ფსიქიატრთან მიიყვანა, ტესტის გაკეთების შემდეგ კი გაირკვა, რომ მისი შვილი აუტისტური სპექტრის იყო.

„იმ წუთას გავიყინე, ცრემლები წამომივიდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მეორე დღიდან დავიწყე აქტიურობა, მე დათასთვის უნდა მეშველა. ძალიან რთული გზა გავიარე. დილით თერაპიაზე მიმყავდა დათა, დამყავდა სამსახურში, დაბადების დღეებზე, მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევდი. დათას გამო დავიწყე დაბადების დღის ცენტრში მუშაობა, საღამოობით დათასთან და ქეთოსთან ერთად მიმყავდა დაბადების დღეები, რათა ბავშვი გახსნილიყო”, – თქვა მსახიობმა.

თათია სულიაშვილმა გადაცემაში ისიც თქვა, რომ დათამ აუტიზმი დაამარცხა.

ყველა ახალი ამბავი
0