ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

91
(განახლებულია 15:39 25.12.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 196.220 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.313, კარანტინის რეჟიმშია 396, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.969 პაციენტი იმყოფება.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.881-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 218.724-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 196.220 (ბოლო 24 საათში – 1.515) ადამიანი, გარდაიცვალა – 2.313 (ბოლო 24 საათში – 37), კარანტინის რეჟიმშია 396, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.969 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.542 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 13.655 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.747, PCR–ტესტით – 6.908.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

91
თერმოსკრინინგი და ხელების დეზინფექცია სავაჭრო ცენტრში „ისტ პოინტი“

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1 თებერვლიდან არასასურსათო სავაჭრო სექტორში

49
(განახლებულია 21:02 27.01.2021)
სავაჭრო ობიექტებში შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, ამუშავდება გასახდელები, სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების შეზღუდვაც შერბილდება

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა და ბიზნესის გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

როგორც ცნობილი გახდა, 1 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო, ასევე, დასაშვები გახდება გასახდელების ფუნქციონირება. გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც.

ეკონომიკის  მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრა კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასა.

„ჯერჯერობით კვლავაც დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა და შემდეგ ყველა ერთად დავაკვირდებით ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს. ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ ისევ არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა - მაღაზიის, მოლის, ბაზრობის“, - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ცნობით, სხვა რეგულაციებთან ერთად ბიზნესს ექნება ვალდებულება, მართოს რიგები, აკონტროლოს მაღაზიაში მომხმარებელთა რაოდენობა, ასევე, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

„ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. ბიზნესს აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე – www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, პირველ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  1 თებერვლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი.

49
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

33
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

33

თუ გინდა თავი 007-ად იგრძნო, ანუ სადამდე მივიდა ტექნიკა?!

0
ძალიან მალე ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია თავი ჯეიმს ბონდად წარმოიდგინოს და ტელეფონის ნაცვლად… თითით ილაპარაკოს!

დიახ, სამხრეთკორეულმა სტარტაპმა Innomdle Lab. ჭკვიანი სამაჯური შექმნა, რომელიც ისე მუშაობს, როგორც ბლუთუზ-გარნიტურა და ის ბგერას ხელის თითში ატარებს.

როცა ვინმე დაგირეკავთ, სამაჯური ვიბრაციას დაიწყებს, თქვენ კი თითი ჯერ ღილაკს უნდა დააჭიროთ, შემდეგ კი ყურზე მიიდოთ და ვუალა! ილაპარაკეთ, რამდენიც გნებავთ.

სხვათა შორის, ეს სიახლე სულაც არ ღირს ძვირი. გავრცელებული ინფორმაციით, Sgnl სულ რაღაც 139 აშშ დოლარი ღირს.

 

0