თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 25 დეკემბერს

309
(განახლებულია 14:44 25.12.2020)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნის და შუამთის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა მელქისედეკის, ლეჩხუმის, სვანეთის, ხევსურეთის და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჟინვალის და ჭოპორტის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირიან მეფის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის III კვარტლის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

309
დღესასწაულები დასრულდა...

დღესასწაულები დასრულდა...

63
იანვარი მძიმე თვეა. თითქოს, დღესასწაულები უსასრულოდ გრძელდება. წელს კი ამას პანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული „არდადეგებიც“ დაემატა
დღესასწაულები დასრულდა...

 

ყველაფერი იწყება ახალი წლით, შემდეგ მოდის შობა, რასაც მოყვება კიდევ ერთი ახალი წელი, ძველი კალენდრით. შემდეგ კი ნათლისღება... სადღესასწაულო სუფრა საქართველოში იმდენად გემრიელია, ყველას ავიწყდება საკუთრი ფიგურა, შემდეგ კი სასწორს ნაღვლიანი თვალებით დაჰყურებენ... თუმცა ახლა უკვე ყველაფერი დასრულდა, დროა საქმეს შევუდგეთ.

63

„წერტილოვანი ლოკდაუნი“: ვინ მუშაობს პანდემიის დროს საქართველოში - ფოტო

65
  • ყველა სფეროში საჭიროა საწვავი, მათ შორის კერძო ტრანსპორტიც, რომელმაც შეზღუდვების ფონზე ავტობუსები და მეტრო ჩაანაცვლა
  • საწვავი სასწრაფოსაც ჭირდება, თუმცა აქ უფრო მნიშნელოვანი ექიმები არიან. სასწრაფო დახმარების დაახლოებით ხუთი ათასი თანამშრომელი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან დაეხმარონ მოქალაქეებს
  • გიცდიათ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან ნაგავი არ გაგეტანათ? ალბათ გაგრძელება საჭირო არცაა. სწორედ ამიტომ ქალაქის მეეზოვეების შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროფესია ყოველთვის ნაკლებად შესამჩნევი და დაუფასებელია
  • ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მიტანის სერვისი, ტევადმა სატვირთოებმა, ფაქტობრივად, მაღაზიები ჩაანაცვლა
  • თუმცა, დროის დაზოგვის თვალსაზრისით, მოპედი უკონკურენტოა. მისთვის არ არსებობს საცობები და რეგულაციები - მკაცრი სატრანსპორტო შეზღუდვების დროს საქართველოში ხშირად ხუმრობდნენ, რომ მზად იყვნენ ბინა გადაეცვალათ მოპედზე. ახალგაზრდებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა გადაადგილებისათვის და თანხის გამოსამუშავებლად
  • სოფლის ნობათი თბილისელების რაციონის ძირითადი ნაწილია. ამ ეტაპზე გარევაჭრობა არ იკრძალება
  • ყვავილები ასევე განეკუთვნება აგრარული პროდუქციის კატეგორიას. მართლაც, ფერადი მცენარეები საუკეთესო საზრდოა სულისათვის!
  • ელექტროკავშირში წყვეტა თავის მხრივ არანაკლებ საზიანობა, ვიდრე პანდემია. ცივილიზებული ადამიანისთვის და თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგია უმნიშვნელოვანესია
  • პროფილაქტიკური სამუშაოები უსაფრთხოების საფუძველია. ამწეზე დგომა, ალბათ საშიშია, თუმცა არა პროფესიონალებისათვის. მითუმეტეს, რომ ასეთ სიმაღლეზე კორონავირუსით ინფიცირების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს
  • მასწავლებლებისთვისაც საკმაოდ რთული ვითარებაა. მათ დილიდან დაღამებამდე უწევთ კომპიუტერის ეკრანის საშუალებით ეურთიერთონ აღსაზრდელებს, რის გამოც მუდამ სახლში უწევთ ყოფნა
  • ჟურნალისტების გარეშე ბევრ რამეს ვერ გავიგებდით კორონავირუსისა და სხვა მოვლენების შესახებ
  • პოლიცია კი ყოველთვის მზადაა დაიცვას წესრიგი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ფართო გაგებით
  • საგადასახადო სისტემა თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. საბანკო სერვისების დიდი ნაწილი დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა მოსახლეობისთვოს. საბანკო სისტემის თანამშრომლები კი კვლავ განაგრძობენ მუშაობას, ცხადია, უსაფრთხოების წესების დაცვით
  • სხვა დანარჩენებს მოუწევთ მოიცადონ. საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვები. უამრავი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი დაკეტილია. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და უკეთესი დრო მოვა, რადგან სილამაზისა და კულტურის გარეშე სამყარო განწირულია
კორონავირუსის გამო დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. ეს გასაგებიცაა - როგორც სხვა ქვეყნებში, იძულებითმა ზომებმა საქართველოშიც ძლიერი მორალური და მატერიალური დარტყმა მიაყენა უამრავ ოჯახს და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს

შეზღუდვები ყველას არ შეხებია, მაგრამ განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა ტურისტული სფეროსთვის (დანაკარგმა 96% შეადგინა), რომელზეც გავლენა იქონია როგორც ლოკალურმა, ისე გლობალურმა შეზღუდვებმა.

მუშაობა დროებით შეწყვიტა საზკვების ობიექტებმა, არასასურსათო სავაჭროებმა და საწარმოებმა, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულმა დაწესებულებებმა.

თუმცა არსებობს პროფესიები, რომლების შეჩერებაც კოლაფსის მიზეზი შეიძლება გახდეს - ეს პროფესიები პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებთან.

პანდემიის პირობებში ყველა ჩვენგანს გვახსენდება ექიმები, პოლიციელები, მეხანძრეები, თუმცა მათი სრული ჩამონათვალი გაცილებით დიდია. არსებობს პროფესიები, რომლებიც ყველას არ ახსენდება.

მათი სოციალური დიაპაზონი საკმაოდ დიდია. მეეზოვეებიდან დაწყებული, რომლებიც გარეშეც მეგაპოლისიც კი ორ დღეში ნაგვით დაიფარება, ბანკირები, კავშირგაბმულობის სპეციალისტები, ჟურნალისტები. აღარაფერს ვიტვყით ფერმერებზე, რომლებიც ყველა ჩვენგან საკვებით უზრუნველგვყოფენ.

სხვა სფეროებშიც ოპერატიულად მოერგნენ ახალ მოთხოვნებს, გამოიჩინეს კრეატივი და შემოქმედებითობა.

მაგალითად, რესტორნებმა ადგილზე მიტანის სერვისი დანერგეს, დიდმა მაღაზიებმა კი ინტერნეტით ვაჭრობა წამოიწყეს საკმაოდ წარმატებით.

ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა საგანმანათლებლო სისტემასა და მართვით სფეროებში დისტანციურად მუშაობის სრულფასოვან რეჟიმზე გადასვლის და კატასტროფული დანაკარგების თავიდან აცილების შესაძლებლობა მოგვცა.

თბილისის ქუჩებში ადვილად შენიშნავთ მათ, ვინც საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ეფექტურად ასრულებს და კორონავირუსს არ უშინდება.

65
  • ყველა სფეროში საჭიროა საწვავი, მათ შორის კერძო ტრანსპორტიც, რომელმაც შეზღუდვების ფონზე ავტობუსები და მეტრო ჩაანაცვლა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ყველა სფეროში საჭიროა საწვავი, მათ შორის კერძო ტრანსპორტიც, რომელმაც შეზღუდვების ფონზე ავტობუსები და მეტრო ჩაანაცვლა

  • საწვავი სასწრაფოსაც ჭირდება, თუმცა აქ უფრო მნიშნელოვანი ექიმები არიან. სასწრაფო დახმარების დაახლოებით ხუთი ათასი თანამშრომელი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან დაეხმარონ მოქალაქეებს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    საწვავი სასწრაფოსაც ჭირდება, თუმცა აქ უფრო მნიშნელოვანი ექიმები არიან. სასწრაფო დახმარების დაახლოებით ხუთი ათასი თანამშრომელი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან დაეხმარონ მოქალაქეებს

  • გიცდიათ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან ნაგავი არ გაგეტანათ? ალბათ გაგრძელება საჭირო არცაა. სწორედ ამიტომ ქალაქის მეეზოვეების შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროფესია ყოველთვის ნაკლებად შესამჩნევი და დაუფასებელია
    © Sputnik / Goga Vardzieli

    გიცდიათ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან ნაგავი არ გაგეტანათ? ალბათ გაგრძელება საჭირო არცაა. სწორედ ამიტომ ქალაქის მეეზოვეების შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროფესია ყოველთვის ნაკლებად შესამჩნევი და დაუფასებელია

  • ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მიტანის სერვისი, ტევადმა სატვირთოებმა, ფაქტობრივად, მაღაზიები ჩაანაცვლა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მიტანის სერვისი, ტევადმა სატვირთოებმა, ფაქტობრივად, მაღაზიები ჩაანაცვლა

  • თუმცა, დროის დაზოგვის თვალსაზრისით, მოპედი უკონკურენტოა. მისთვის არ არსებობს საცობები და რეგულაციები - მკაცრი სატრანსპორტო შეზღუდვების დროს საქართველოში ხშირად ხუმრობდნენ, რომ მზად იყვნენ ბინა გადაეცვალათ მოპედზე. ახალგაზრდებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა გადაადგილებისათვის და თანხის გამოსამუშავებლად
    © Sputnik / Goga Vardzieli

    თუმცა, დროის დაზოგვის თვალსაზრისით, მოპედი უკონკურენტოა. მისთვის არ არსებობს საცობები და რეგულაციები - მკაცრი სატრანსპორტო შეზღუდვების დროს საქართველოში ხშირად ხუმრობდნენ, რომ მზად იყვნენ ბინა გადაეცვალათ მოპედზე. ახალგაზრდებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა გადაადგილებისათვის და თანხის გამოსამუშავებლად

  • სოფლის ნობათი თბილისელების რაციონის ძირითადი ნაწილია. ამ ეტაპზე გარევაჭრობა არ იკრძალება
    © Sputnik / Goga Vardzieli

    სოფლის ნობათი თბილისელების რაციონის ძირითადი ნაწილია. ამ ეტაპზე გარევაჭრობა არ იკრძალება

  • ყვავილები ასევე განეკუთვნება აგრარული პროდუქციის კატეგორიას. მართლაც, ფერადი მცენარეები საუკეთესო საზრდოა სულისათვის!
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ყვავილები ასევე განეკუთვნება აგრარული პროდუქციის კატეგორიას. მართლაც, ფერადი მცენარეები საუკეთესო საზრდოა სულისათვის!

  • ელექტროკავშირში წყვეტა თავის მხრივ არანაკლებ საზიანობა, ვიდრე პანდემია. ცივილიზებული ადამიანისთვის და თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგია უმნიშვნელოვანესია
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ელექტროკავშირში წყვეტა თავის მხრივ არანაკლებ საზიანობა, ვიდრე პანდემია. ცივილიზებული ადამიანისთვის და თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგია უმნიშვნელოვანესია

  • პროფილაქტიკური სამუშაოები უსაფრთხოების საფუძველია. ამწეზე დგომა, ალბათ საშიშია, თუმცა არა პროფესიონალებისათვის. მითუმეტეს, რომ ასეთ სიმაღლეზე კორონავირუსით ინფიცირების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    პროფილაქტიკური სამუშაოები უსაფრთხოების საფუძველია. ამწეზე დგომა, ალბათ საშიშია, თუმცა არა პროფესიონალებისათვის. მითუმეტეს, რომ ასეთ სიმაღლეზე კორონავირუსით ინფიცირების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს

  • მასწავლებლებისთვისაც საკმაოდ რთული ვითარებაა. მათ დილიდან დაღამებამდე უწევთ კომპიუტერის ეკრანის საშუალებით ეურთიერთონ აღსაზრდელებს, რის გამოც მუდამ სახლში უწევთ ყოფნა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მასწავლებლებისთვისაც საკმაოდ რთული ვითარებაა. მათ დილიდან დაღამებამდე უწევთ კომპიუტერის ეკრანის საშუალებით ეურთიერთონ აღსაზრდელებს, რის გამოც მუდამ სახლში უწევთ ყოფნა

  • ჟურნალისტების გარეშე ბევრ რამეს ვერ გავიგებდით კორონავირუსისა და სხვა მოვლენების შესახებ
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ჟურნალისტების გარეშე ბევრ რამეს ვერ გავიგებდით კორონავირუსისა და სხვა მოვლენების შესახებ

  • პოლიცია კი ყოველთვის მზადაა დაიცვას წესრიგი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ფართო გაგებით
    © Sputnik / Goga Vardzieli

    პოლიცია კი ყოველთვის მზადაა დაიცვას წესრიგი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ფართო გაგებით

  • საგადასახადო სისტემა თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. საბანკო სერვისების დიდი ნაწილი დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა მოსახლეობისთვოს. საბანკო სისტემის თანამშრომლები კი კვლავ განაგრძობენ მუშაობას, ცხადია, უსაფრთხოების წესების დაცვით
    © Sputnik / Goga Vardzieli

    საგადასახადო სისტემა თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. საბანკო სერვისების დიდი ნაწილი დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა მოსახლეობისთვოს. საბანკო სისტემის თანამშრომლები კი კვლავ განაგრძობენ მუშაობას, ცხადია, უსაფრთხოების წესების დაცვით

  • სხვა დანარჩენებს მოუწევთ მოიცადონ. საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვები. უამრავი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი დაკეტილია. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და უკეთესი დრო მოვა, რადგან სილამაზისა და კულტურის გარეშე სამყარო განწირულია
    © Sputnik / Goga Vardzieli

    სხვა დანარჩენებს მოუწევთ მოიცადონ. საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვები. უამრავი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი დაკეტილია. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და უკეთესი დრო მოვა, რადგან სილამაზისა და კულტურის გარეშე სამყარო განწირულია

ნათლისღება

საეკლესიო კალენდარი: 19 იანვარი

0
(განახლებულია 02:05 19.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ღვთის განცხადებას ზეიმობს.

ნათლისღება

ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

საეკლესიო სწავლების მიხედვით ამით მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

საეკლესიო კალენდარში ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

0