წინასაახალწლო ვაჭრობა

ბექა ფერაძე: სავაჭრო ობიექტებში ნაკადების მართვა ორგანიზებული იყო

152
ქვეყნის დიდ ქალაქებში ახალი წლის მოახლოების გამო 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო ობიექტები გაიხსნა. მაღაზიები შეზღუდული დღის გრაფიკით მუშაობენ.

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. სავაჭრო ობიექტების უმრავლესობაში, რომლებმაც დღეს მუშაობა განაახლეს, რიგები მოწესრიგებული იყო, ასევე რეკომენდაციები მაღალი სიზუსტით იყო შესრულებული, აცხადებს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

სავაჭრო ობიექტებს წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საკოორდინაციო საბჭომ მუშაობის განახლების უფლება მისცა. ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, მათთვის მუშაობის განსაზღვრული წესებია დადგენილი. შრომის ინსპექციის გარდა, ობიექტების მონიტორინგში მათთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური და საპატრულო პოლიცია. დიდ სავაჭრო ცენტრებთან დილიდან შეიქმნა გრძელი რიგები – შენობაში მყიდველს შეზღუდული რაოდენობით უშვებდნენ (ერთი ადამიანი 20 კვადრატულ მეტრზე). ნაკადი მკაცრად რეგულირდებოდა და რიგი წინ ნელა მიიწევდა, რადგან საახალწლოდ ახლობლებისთვის საჩუქრების მყიდველთა რაოდენობა ძალიან დიდია.

ბექა ფერაძემ აღნიშნა, რომ მთელი დღის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, ნაკადების მართვა აბსოლუტურად ორგანიზებული იყო.

„ეს გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ რეკომენდაციები, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, დღეს ფაქტობრივად აბსოლუტურ უმრავლესობაში დიდი სიზუსტით იყო შესრულებული“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით, დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტებზე არსებითი ხასიათის დარღვევები არ გამოვლენილა. შესაბამისად არც საჯარიმო სანქცია ყოფილა გამოყენებული.

„ინდივიდუალური, მცირე დარღვევები დაფიქსირდა, მაგრამ ეს იყო პირველი დღე და შემოვიფარგლეთ რამდენიმე სიტყვიერი გაფრთხილებით. ხვალ დავაკვირდებით, რომ ის დადგენილი წესი, რომელიც დღეს გაიცა შრომის ინსპექციის მხრიდან, იყოს აღსრულებული“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით სავაჭრო ობიექტები გაიხსნა.

მათთვის საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვები დააწესა. მაღაზიები იმუშავებს 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, კლიენტების ნაკადი უნდა მკაცრად გაკონტროლდეს, ხოლო მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე არ იმუშავებს გასახდელები და კვების ობიექტები.

152
ექიმები რეანიმაციაში

სტატისტიკა: რამდენი მედიკოსი გარდაიცვალა 2020 წელს კორონავირუსის გამო საქართველოში

3
(განახლებულია 15:46 26.01.2021)
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 254 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და აქედან 6 პროცენტი – მედპერსონალია

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის გართულებების გამო საქართველოში 2020 წელს სამედიცინო სფეროში მომუშავე 62 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ინფიცირებული მედიკოსების 0,4%–ია, ნათქვამია დაავადებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „ერთი წელი COVID-19–თან ერთად“.

გარდაცვლილთაგან 31 ქალია და 31 მამაკაცი. რაც შეეხება გარდაცვლილი მედპერსონალის ასაკს, სტატისტიკა ამგვარია:

რაოდენობა ასაკი
2 30-39
3 40-49
9 50-59
30 60-69
18 70+

კორონავირუსის გამო გარდაცვლილი მედიკოსებიდან 24 სტაციონარული განყოფილების თანამშრომელი იყო, 16 – კოვიდ–კლინიკისა და რეანიმაციის, 10 – პირველადი ჯანდაცვის, 5 – სასწრაფო დახმარების სამსახურის, 2 – საკარანტინო სივრცის პერსონალი, 1 – დიალიზის პაციენტების მომსახურების პერსონალი, 1 – PCR–ლაბორატორიის თანამშრომელი, 1 – ფსიქიატრიული განყოფილების თანამშრომელი და 1 – ეპიდემიოლოგი.

სხვადასხვა თანმდევი ქრონიკული დაავადება (ყველაზე ხშირად კარდიოვასკულარული დაავადებების სახით) ჰქონდა 24 გარდაცვლილ პირს (38,7%).

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 254 822  254 ათასი შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 6 პროცენტი – მედპერსონალია. ინფიცირებული მედპერსონალიდან 72% იყო სტაციონარული განყოფილებების, ცხელების კლინიკების, რეანიმაციისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.

ინფიცირებულთა შორის 80% ქალია და 20% – მამაკაცი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველაზე ხშირად ავადმყოფობდა ყველაზე შრომისუნარიანი ჯგუფი – 30–70 წლამდე ასაკის. ინფიცირებული მედპერსონალის 65% თბილისის, იმერეთისა და აჭარის მცხოვრებია.

საქართველოში ონლაინ–კლინიკების რაოდენობა გაიზარდა – ჯანდაცვის უწყება>>

31 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების მაჩვენებელი 94%–ს აღწევს, გარდაიცვალა 1,1%, მკურნალობას განაგრძობს 4,9%. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

3
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები

საპროტესტო აქცია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

7
კანცელარიის შენობასთან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა

კვირის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მომხრეები აკრძალვებსა და შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, მეპროტესტეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან - სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

7