თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებში მათი შემოსავლების 25 პროცენტზე მეტს ხარჯავენ, რაც კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს სცდება, აცხადებს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრი დავით სერგეენკო.
მისი თქმით, მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემის მოსაგვარებლად პოლიტიკური ნებაა საჭირო.
„დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, თუმცა პანდემიის პირობებშიც კი, არაგადამდები დაავადებები რჩება ნომერ პირველ მკვლელად, ჩვენ შემთხვევაში... საკუთრივ ჯანდაცვის სისტემის განვითარება, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის განვითარებაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს კატასტროფული დანახარჯები შემცირდეს. პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნა ამ საკითხის მნიშვნელობას ჯერადობით ზრდის და როგორც ფინანსურ, ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ წონას სძენს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორ შეიძლება წამლებზე ფასების ზრდის თავიდან აცილება - „ქართული დასის“ ინიციატივა >>
ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდაა დასახელებული. სხვადასხვა კვლევის თანახმად, მედიკამენტებზე დანახარჯის წილი „ჯიბიდან გადახდებში“ ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს.
მომღერალი ნინი ქარსელაძე გათხოვდა. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანია წერს.
„რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია.
რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ქვია. ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ @ნინი ქარსელაძე და@თაზო ჯახუტაშვილი”
მოდელი ქეთი ჟღენტი მეუღლესთან ერთად მოსკოვში იმყოფება. მოდელმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცივა ქალაქის ქუჩებში, სადაც ის თოშა ქებურიასთან ერთად სეირნობს.
მილიონერ თოშა ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტს გასული წლის სექტემბერში მეორე შვილი შეეძინათ. პატარა ბიჭუნა გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა მას ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს. თოშას და ქეთის მანამდე, 2018 წელს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია. ქებურიამ უმშვენიერეს მოდელს ხელი ორი წლის წინ კანის სანაპიროზე სთხოვა და ისინი მალე დაქორწინდნენ კიდეც.
View this post on Instagram
„თოშამ ჩემს მშობლებთან ითხოვა, რომ დავნიშნულიყავით და სწავლის დასრულების შემდგომ დავქორწინებულიყავით. ამის შემდეგ გავემგზავრეთ კანში, თოშას მშობლების გასაცნობად. მაგრამ მოხდა ისე, რომ 18 აგვისტოს ლაჟვარდოვან სანაპიროზე მთხოვა ხელი, ეს იყო საყვარელი სურპრიზი, თოშამ მთხოვა ცაში ამეხედა, სადაც თვითმფრინავი მოფრინავდა სიტყვებით Katie, marry me, გვერდით კი ჩვენი მეგობრები იმალებოდნენ, რომლებიც ჩემი თანხმობის შემდეგ გამოცვივდნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი ბედნიერება“, – იხსენებს ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.
View this post on Instagram
ცოლობაზე თანხმობის შემდეგ წყვილმა პარიზში საქორწინო ბეჭდები შეიძინა და ქორწილი ორჯერ გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე – 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დამზადებაზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა.