ქაშუეთის ტაძარში

„ღვთის მადლი“ - COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი თუ საკვები დანამატი

237
საკვები დანამატის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ წამლის უზმოზე მიღების და პირჯვრის გადაწერის შემდეგ კორონავირუსი გაქრება

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. „ღვთის მადლი“ - ამ დასახელების საკვები დანამატის ანოტაციაში მითითებულია, რომ ეს არის „COVID-19-ის საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის დამარცხებას“.

რას ურჩევს იმნაძე COVID-19-ით დაავადებულებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ >>

პრეპარატის 4 აბი ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში 60 ლარად იყიდებოდა, დღეს მის ცხელ ხაზზე უკვე პასუხობენ, რომ წამალი აღარ იყიდება.

კომპანია „ღვთის მადლში“ ტელეკომპანია Rustavi 2-ს განუცხადეს, რომ დანამატი კორონავირუსის დამარცხებაში უკვე 300-ზე მეტ პაციენტს დაეხმარა და არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოუწვევია.

დანამატის შექმნაში სამი ქართველი აკადემიკოსი მონაწილეობდა.

მისი ერთ-ერთი შემქმნელის, ანზორ ჯაფარიძის თქმით, პრეპარატი ღვთის კურთხევით ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის დროს შეიქმნა, თუმცა ბიუროკრატიული ფორმალობების გამო სააფთიაქო ქსელში მხოლოდ ნოემბერი გამოჩნდა.

„ღვთის მადლის“ მიღება საჭიროა უზმოზე, მანამდე კი აუცილებლად პირჯვარი უნდა გადაიწეროთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ღვთის სახელის გამოყენება საკვები დანამატის გაყიდვის დროს მიუღებელია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, რომლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეკლესიას კურთხევა არ მიუცია.

ექიმებიც ურჩევენ მოსახლეობას თავი შეიკავონ ხალხური მედიცინის და ვირუსთან ბრძოლის სხვა მსგავსი ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებისგან.

საქართველოს მთავარი ინფექციონისტის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის მსგავს განცხადებებს სიფრთხილით ეკიდება.

„მე არ ვიცნობ ამ კვებითი დანამატის შემადგენლობას, მაგრამ თუ ის შეიცავს ვიტამინებს და კოვიდ-ინფიცირებულებისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, მაშინ მათი გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ არ ვიფიქროთ, რომ ამ კვებით დანამატს კორონავირუსის განკურნება შეუძლია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

იგივეს აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც. COVID-19-ის წინააღმდეგ მსგავსი საშუალებების გამოყენებამ პაციენტების დამძიმება შეიძლება გამოიწვიოს, განაცხადა მან.

237
ქეთა თოფურია - მომღერალი

ასეთი სიურპრიზი მოუწყვეს სახლში სამშობიაროდან დაბრუნებულ ქეთა თოფურიას - ვიდეო

11
(განახლებულია 12:34 27.01.2021)
ვაჟის გაჩენის შემდეგ ცნობილი ქართველი მომღერალი სახლში დაბრუნდა. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ქეთა

რუსული პოპ-ესტრადის დედოფალი ქეთა თოფურია ერთი კვირის წინ დედა გახდა. ქეთას ვაჟი - ადამი, ბელორუსი დიპლომატისგან - ლევ დენგოვისგან შეეძინა. წყვილმა თავისი ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბრის თვეში დააკანონა.

ქეთამ ადამი მოსკოვის ერთ-ერთ წამყვან სამშობიარო კლინიკაში გააჩინა. მან პირველი ფოტოს გამოქვეყნებისას ისიც აღნიშნა, რომ ადამი განსაკუთრებულ დღეს დაიბადა - 21 წლის 21-ე დღეს, 21-ე საუკუნეში.

ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ქეთამ რამდენიმე საათის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის სახლში დაბრუნდა, რომელიც სავსეა ყვავილებით. როგორც ჩანს, მომღერალი სიურპრიზმა ძალიან გააბედნიერა.

ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში თაყვანისმცემლები მას ბიჭის დაბადებას „უწინასწარმეტყველებდნენ“. ქეთა შვილის სქესს საგულდაგულოდ მალავდა, ისევე, როგორც ფეხმძიმობას. მან ორსულობის შესახებ გულშემატკივრებს კლიპის მეშვეობით შეატყობინა.

ქეთასთვის ეს მეორე შვილია. მას ქალიშვილი ოლივია ჰყავს. ნახევარ და-ძმას შორის 6-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 34 წლის მომღერალმა პირველი ქალიშვილი 2015 წელს გააჩნა და პირველ ქმარს ორი წლის შემდეგ დაშორდა.

11
თემები:
სელებრითების ცხოვრება
 GWP სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს

დედაქალაქის მერია საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს რეგულაციებს უწესებს

16
(განახლებულია 12:37 27.01.2021)
კალაძის თქმით, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ქალაქის მოსახლეობის გაფრთხილება წინასწარ უნდა მოხდეს, რათა მოქალაქეებმა გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშაონ 

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს ავარიული შემთხვევების გარდა, სამუშაოების წარმოება მხოლოდ ღამის საათებში შეეძლებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

კერძოდ, საუბარი ეხება ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასს“ და წყალგამანაწილებელ კომპანია GWP-ს.

კალაძის განმარტებით,  ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეფერხებისა და დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია წინასწარი შეტყობინების სისტემის დანერგვა. 

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და სხვა,  კონკრეტულ უბანზე სამუშაოებს მოსახლეობისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე იწყებს, რაც სერიოზულ მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს... აღნიშნულმა კომპანიებმა სარემონტო სამუშაოები ღამის საათებში უნდა ჩაატარონ,  რადგან დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში ტრანსპორტის დიდი ნაკადებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი რეგულაციის თანახმად, საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიები ცენტრალურ ქუჩებზე სამუშაოებს დღისით მხოლოდ გადაუდებელი და საავარიო საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებენ, რასაც დედაქალაქის მერიასთან შეთანხმების საფუძველზე განახორციელებენ.

 

კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა და  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კალაძის განცხადებით, გზებზე „საცობების“ წინააღმდეგ ბრძოლა – დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული – მუშაობის გრაფიკში ცვლილებები დაუწესდა მუნიციპალურ კომპანია „თბილსერვის ჯგუფს". კერძოდ, მუნიციპალური ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდება.

„შეზღუდვები დავუწესეთ ნარჩენების გამტან მანქანებს, რომ დღის საათებში არ იმოძრაონ. აუცილებელია ნაგვის მანქანებმა განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებში დღის საათებში არ იმოძრაონ და ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდეს. ასევე, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ ავტომობილების მოძრაობა გარკვეულ დროში განხორციელდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერმა ახალი რეგულაციით განსაზღვრული წესების მაქსიმალურად გაკონტროლება თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, ხოლო პროცესის ზედამხედველობა მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

16