სამხედრო პოლიცია თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარების ფაქტს გამოიძიებს

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე სამართალდამცველებმა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში დღეს იპოვეს.

თბილისი,  24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის თეიმურაზ გიუნაშვილის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების ფაქტს გამოიძიებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ სამდღიანი ძებნის შემდეგ თიმურაზ გიუნაშვილს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში დღეს მიაკვლია.

„თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ დაიწყო გამოძიება აღნიშნული პირის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე. დანაშაული შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველ ნაწილს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე იპოვა

აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის მიერ არასაპატიო მიზეზით სამხედრო ნაწილში გამოუცხადებლობას ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით.

მანამდე სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში გამოძიება „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის“ მუხლით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გიუნაშვილი სამხედრო ნაწილში ბოლოს 21 დეკემბერს, 09:00 საათზე ნახეს, რის შემდეგაც მან დათხოვნის უფლებით ბაზის ტერიტორია დატოვა.

გიუნაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ამ დროის განმავლობაში იგი არც მათ დაკავშირებია.

ყველა ახალი ამბავი
0