იუსტიციის სამინისტრო: საქართველოს ციხეებში COVID-19-ით ინფიცირებულები არ არიან

CC BY 2.0 / meesh / barring freedomსაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გულდასმით მოწმდება, აცხადებენ უწყებაში.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

უწყება ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქსნის ციხეში მსჯავრდებულები ინფიცირებული არიან და სამსახური ამას მალავს. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. ქსანში არსებულ არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში (N15 და N10) და არც სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში COVID-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა (იქნება ეს მაღალი ტემპერატურა, თუ ნებისმიერი სეჭვო სიმპტომი) მოწმდება და დღემდე ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახური საჯარო განცხადებას გააკეთებს, როგორც მოიქცა ვირუსის საკარანტინო სივრცეში გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნავენ უწყებაში.

„პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, პატიმრების და მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეისათვის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ამოქმედების ფონზე საქართველოს საპატიმროებში 1 იანვრამდე ხანმოკლე პაემნებზე შეზღუდვებია შემოღებული. პაემნების აკრძალვასთან ერთად 28 დეკემბრამდე აკრძალულია მსჯავრდებულებისთვის ამანათების გაგზავნა.

აღნიშნული მკაცრი შეზღუდვების მიზანი საქართველოს ციხეებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ამ ეტაპზე საპატიმროებში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს: პატიმრებს ციხეში მოხვედრამდე კორონავირუსზე ტესტი უტარდებათ და ამასთანავე სავალდებულო კარანტინს გადიან. პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები კი ყაზარმულ მდგომარეობაზე არიან გადასული.

ყველა ახალი ამბავი
0