კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.972-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 216.843-ს მიაღწია.

თბილისი,  24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.972 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 920 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 279, შიდა ქართლი – 145, აჭარა – 139, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 120, კახეთი – 117, ქვემო ქართლი – 112, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.737 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 194.705-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 43 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.276-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 19.836 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.149  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.734, აჭარაში – 647, იმერეთში – 1.257.

1.068 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 453 პირი, მათგან თბილისში – 195, აჭარაში – 98, იმერეთში – 78. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.588 ადამიანი, მათ შორის 608 – თბილისში, 707 – აჭარაში, 112 – იმერეთში. 12.099 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 405 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 180, აჭარაში – 129, ხოლო იმერეთში – 13. თვითიზოლაციაში იმყოფება 39.105 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.475 პირი, აჭარაში – 4.363, იმერეთში – 5.168.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.972-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 216.843-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0