წინასაახალწლოდ საქართველოში ნაძვის ხეების უკანონო ჭრაზე კონტროლი მკაცრდება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშინაძვის ხე
ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წლის წინა პერიოდში მათ, ვინც შეეცდება ნაძვის ხეებით შემოსავლის მიღებას, სერიოზული ჯარიმები ელოდება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიების მიზანი ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენცია და ქვეყანაში წიწვოვანი ხეების შენარჩუნებაა. დედაქალაქის მასშტაბით მონიტორინგი განხორციელდა სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე. უწყების ცნობით, არც ერთ პუნქტზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. 

ხე-ტყით დატვირთული სატვირთოები - Sputnik საქართველო
ხე-ტყის უკანონო ჭრა: ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში ან  საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, დასაშვებია იმპორტირებული ნაძვის ხეების რეალიზაციაც. ასეთ შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.

კანონდამრღვევებისთვის კი გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რაც მერყეობს 200 ლარიდან 2 ათას ლარამდე. ამ თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153. ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია.

ყველა ახალი ამბავი
0