თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 დეკემბერს

32
(განახლებულია 16:46 24.12.2020)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, კაჭარავას, გელა ჭედიას და ლაზოს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) და შანდორ პეტეფის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მეტეხის აღმართის, მეველეს, იორის, რუისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის და ჯორბენაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, თოფურიძის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, დავით ნიშნიანიძის, რომელაშვილის და ლეკიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

32
თემები:
თბილისი დღეს (1857)
სპეცტექნიკა გზებზე

გუდაური-კობის გზის ნაწილზე ზვავსაშიშროება მოიხსნა

6
(განახლებულია 17:37 19.01.2021)
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა 11 იანვრიდან აიკრძალა – გზაზე სატვირთო ავტომობილების საცობია

თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კვირაზე მეტია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.

უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები როგოც გუდაურის, ისე კობის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კერძოდ,  საავტომობილი გზის 93-99-ე და 105-107-ე კმ მონაკვეთებზე, სადაც ზვავსაშიშროება უკვე მოიხსნა. რაც შეეხება გზის 100-104-ე კმ. მონაკვეთს, აქ ზვავსაშიშროების რეჟიმი  კვლავ ნარჩუნდება.

„აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.


6
თემები:
უამინდობა საქართველოში
ნინი ქარსელაძე

„ჩემი შვილი გათხოვდა და ვმალავდით...“ - ხათუნა ჟორდანია ფოტოს აქვეყნებს

49
(განახლებულია 18:28 19.01.2021)
ხათუნა ჟორდანია ნინი ქარსელაძის და მისი მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. აღმოჩნდა, რომ მომღერალი ჩუმად გათხოვდა

მომღერალი ნინი ქარსელაძე გათხოვდა. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში მომღერლის დედა ხათუნა ჟორდანია წერს.

ხათუნა ჟორდანიას თქმით, ნინი უკვე დიდი ხანია გათხოვდა, თუმცა ოჯახი ამ ამბავს მალავდა და მადლობას უხდის უფალს, რომ მის ოჯახს სიძის, თაზო ჯახუტაშვილის სახით ასეთი დიდი ბედნიერება გამოუგზავნა.

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო დროს „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ხშირად აქვეყნებდა საყვარელი მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა სახეს არასდროს აჩენდა. ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ მისი რჩეული 17 იავარს 38 წლის გახდა და იუბილე ნინის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.

ზურა ხაჩიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოაქვეყნა ვიდეო და ნინის რჩეული თაზო ჯახუტაშვილიც მონიშნა. როგორც ჩანს, თაზო სოციალურ ქსელებს დიდად არ სწყალობს. მისი პროფილი „ფეისბუქზე“ არ იძებნება, „ინსტაგრამზე“ კი გვერდი ჩაკეტილი აქვს და ფოტოები არ უდევს.

მისი სახელით და გვარით „გუგლში“ იძებნება თამაზ ჯახუტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც მილიონერი იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ იძებნებიან. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ჯახუტაშვილს მხოლოდ ძველი გვერდი აქვს რუსულ სოციალურ ქსელ odnoklasniki.ru-ზე, სადაც მისი რამდენიმე ფოტო იძებნება.

ნინი ქარსელაძე ამჟამად 30 წლისაა. ქართველმა მაყურებელმა ის ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია, იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძისთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

49
თემები:
სელებრითების ცხოვრება