საავადმყოფო

COVID-19: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

23
(განახლებულია 17:05 24.12.2020)
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.972-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 216.843-ს მიაღწია.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.276-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.972-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 216.843-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 194.705 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.737), კარანტინის რეჟიმშია 405, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.149 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.588 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

23
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ნიშანი პარკირებაზე

„ჩვენც გვაქვს გული“: გამტაცებლებმა ავადმყოფ ქალს მანქანა დაუბრუნეს

84
(განახლებულია 19:54 22.01.2021)
პოლიციამ მანქანაში ქურდების მიერ დატოვებული წერილი აღმოაჩინა, რომლითაც ისინი ბოდიშს უხდიდნენ დაზარალებულს

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა ქალაქ ბარის საავადმყოფოს პარკინგიდან მოპარული მანქანა იპოვეს, რომელშიც გამტაცებლებს საბოდიშო წერილი ჰქონდათ დატოვებული, იუწყება La Gazzetta.

გავრცელებული ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში 56 წლის მარია ელენა დამიანის ქალიშვილმა რიტამ Facebook-ში დაწერა, რომ მოპარული მანქანა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო მისი დედისთვის, რომელიც გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული. ირკვევა, რომ ავტომობილი Fiat Doblò ადაპტირებული იყო უნარშეზღუდული ქალისთვის სამართავად და ასევე აღჭურვილი იყო პანდუსითა და ინვალიდის ეტლით.

„გულზე ხელი დაიდეთ და დაგვიბრუნეთ ავტომობილი“, — წერდა ავადმყოფი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.  

მისი პოსტი მალე მეტად პოპულარული გახდა და, როგორც ჩანს, გამტაცებლებამდეც მიაღწია. რამდენიმე დღის შემდეგ ბარის გარეუბანში ერთმა მამაკაცმა მისი სახლის წინ გაჩერებული ავტომობილი შენიშნა და კარაბინერები გამოიძახა. მანქანის წინა სავარძელში მათ ბოროტმოქმედების გზავნილი აღმოაჩინეს.

  • „ჩვენც გვაქვს გული. გვაპატიეთ, თქვენი პათოლოგიის შესახებ არ ვიცოდით“, — წერდნენ ისინი.

დამიანების ოჯახმა, ამბის ბედნიერი დასრულების შემდეგ, თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იწყებდნენ ინვალიდთათვის ავტომობილის შესაძენად თანხის შეგროვებას. ამ თანხას ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია მიიღებს.

84
თემები:
საერთაშორისო პანორამა
Wizz Air-ის თვითმფრინავი

საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს

37
(განახლებულია 19:30 22.01.2021)
ხვალიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემსვლელებისთვის ახალი წესები ამოქმედდება, რაც საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხება და საქართველოდან ტრანზიტულ მგზავრებსაც

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ხვალიდან, 23 იანვრიდან, ნიდერლანდებში საჰაერო გზით  შესვლის წესები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო აქვეყნებს.

კერძოდ, 23 იანვრის 00:01 საათიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით  შემსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, უნდა წარადგინონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც.

„ნიდერლანდების მთავრობა აცნობიერებს, რომ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში სწრაფი ტესტის გაკეთება აეროპორტების უმრავლესობაში დაკავშირებულია დიდი სირთულეებთან. აქედან გამომდინარე, მთავრობა იმედოვნებს, რომ ორმაგი ტესტის მოთხოვნა შეამცირებს ნიდერლანდებში შემომავალი მგზავრების რაოდენობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული ვალდებულება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ნიდერლანდებში შემსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც ვრცელდება.

PCR ტესტის და სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან რამდენიმე კატეგორია თავისუფლდება, მათ შორის არიან დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები.

ახალი წესების თანახმად, 23 იანვრის 00:01 საათიდან ევროკავშირის არაწევრი (მესამე) ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შესვლა ასევე აღარ შეეძლებათ სტუდენტებს, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებსა და კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს.

გარდა ამისა,  ნიდერლანდების მთავრობამ ფრენები აკრძალა შემდეგი ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო, არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, კაბო ვერდე, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ფრანგული გვინეა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა.

გუშინ ნიდერლანდების პარლამენტმა ქვეყანაში კომენდანტის საათის დაწესებას დაუჭირა მხარი. კომენდანტის საათი 23 იანვრიდან ამოქმედდება და მოქალაქეებს სახლიდან გასვლა 21:00 საათიდან 04:30 საათამდე აეკრძალებათ. ქუჩაში გადაადგილება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება ნებადართული, მაგალითად, სამსახურში წასვლისას, სამსახურიდან დაბრუნებისას ან ძაღლის გასეირნების მიზნით.

 

 

37
ხანძარი ბააზოვის ქუჩაზე

ძველ თბილისში სახლი დაიწვა: დაშავებულია ერთი ადამიანი

0
თავდაპირველად  ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები გამოცხადნენ,  პარალელურად კი  დამატებითი ცოცხალი ძალის და ტექნიკის მობილიზება დაიწყო

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ძველ თბილისში,  გერცელ ბააზოვის ქუჩაზე ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ ხელის მსუბუქი დამწვრობა მიიღო.

„არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან დედა და ორი ბავშვი გამოიყვანეს უვნებლად. 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში