ნინი შერმადინი

„ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო...“ ნინი შერმადინის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

1874
(განახლებულია 21:47 22.12.2020)
მომღერალი ნინი შერმადინი წლებია აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში საკმაოდ იშვიათად ჩამოდის. ნინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. მომღერალ ნინი შერმადინს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი.

„ნეტა კიდევ როდის შევხდებით? ძალიან მომენატრებით. ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო, ასე უთქმელად. ძალიან მიყვარხართ. შევხდებით მარადისობაში“, – დაწერა მომღერალმა.

ნინი შერმადინს მამა აპრილში გარდაეცვალა. როგორც ინტერვიუებში ამბობდა, მას მეოთხე სტადიის ფილტვის სიმსივნე გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაუდგინეს. „ქრისტიანებს გვჯერა, რომ ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს. მე ისედაც მიჩვეული ვიყავი გადახვეწილ ცხოვრებას. არავის ვუსურვებ იგივე გამოიაროს. მარტში ჩამოვედი, მოვასწარი მამაჩემის ნახვა. ძალიან იმედიანად დამემშვიდობა: აი, რომ ჩამოხვალ, ნახავ, რა კარგად დაგვხდებიო. იცოდა, რაც სჭირდა, მაგრამ მთელ ორგანიზმზე თუ ჰქონდა მოდებული, ეს – არა. ჩემი წამოსვლიდან ერთ თვეში გარდაიცვალა“, – აცხადებდა მომღერალი.
ნინი შერმადინი წლებია აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში საკმაოდ იშვიათად ჩამოდის. მომღერალი ამერიკაში ერთ-ერთ ბანკშია დასაქმებული, თუმცა პარალელურად სიმღერისთვისაც იცლის ხოლმე.

ცნობილ ქართველ მომღერალს ნინი შერმადინს თინეიჯერი შვილი ჰყავს. გოგონას მარიამ ციცაგი ჰქვია. ის თბილისში ნინის მშობლებთან ერთად იზრდებოდა. შერმადინი ამერიკაში 8 წლის წინ გაემგზავრა. ახლა მან შვილის საბუთების მომზადება გადაწყვიტა, აპირებს მარიამის შტატებში წაყვანას, რათა გოგონამ სკოლა იქ დაამთავროს.

1874
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)
ეპიდემია საქართველოში

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

10
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 234.636 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.643), გარდაიცვალა – 2.958 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 460, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.670 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 634 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915 მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 234.636 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.643), გარდაიცვალა – 2.958 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 460, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.670 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 634 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 4.964 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.930, PCR ტესტით – 2.034.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

10
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგია 18 იანვარს

33
(განახლებულია 10:21 18.01.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

33
თემები:
თბილისი დღეს