ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილე მედიკოსების ხელფასები 50%-ით გაიზარდა

618
(განახლებულია 20:51 22.12.2020)
ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ვირუსთან ბრძოლაში ექიმების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით ჰოსპიტლების პერსონალის 90%-ზე მეტი გადაამზადა.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. COVID-19-თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით, რაზეც სახელმწიფომ ჯამში 5 მლნ ლარი გამოყო, განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება>>

ტიკარაძის განცხადებით, პანდემიის ზრდადი დინამიკის პარალელურად სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის მობილიზებისა და გადამზადების მასშტაბური პროცესი განახორციელა.

„დღეს ამ ბრძოლაში 13.300-ზე მეტი მედიკოსია ჩართული, რომლებიც გადაუდებელ და ჰოსპიტალურ მომსახურებას უწევენ ინფიცირებულებს. მათი როლი თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში უდიდესია და სახელმწიფო, თავის მხრივ, მიმართავს ყველა შესაძლო გზას მედიკოსთა მხარდასაჭერად. სამინისტრომ ვირუსთან ბრძოლაში ექიმების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროფილების მიხედვით, ჰოსპიტლების პერსონალის 90%-ზე მეტი გადაამზადა", – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 212.526-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 21.910 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.358 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.787, აჭარაში – 692, იმერეთში – 1.293.

618
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
აქცია ზუგდიდში

მოძრაობა „საქართველოსთვის" აქციებს იწყებს რა ხდება ზუგდიდში

7
(განახლებულია 16:46 20.01.2021)
ქართველი ხალხი არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, აცხადებენ აქციის მონაწილეები

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik.  სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდული ორგანიზაცია  „მოძრაობა საქართველოსთვის" ინიციატივით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

თბილისიდან ჩასულ სამოქალაქო აქტივისტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც შეუერთდნენ – ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და რიგგარეშე არჩევნების გამართვას მოითხოვენ. ისინი ადმინისტრაციის შენობასთან კარვის გაშლას გეგმავენ.

Акция протеста перед зданием администрации в Зугдиди
photo: Sputnik / Nika Lataria
Акция протеста перед зданием администрации в Зугдиди

„დღევანდელი აქცია ტარდება „მოძრაობა საქართველოსთვის" ეგიდით. ჩვენ კარავი დავდგით თბილისში პარლამენტთან და ვაპროტესტებთ ყველა იმ უსამართლობას, რაც ხდება ქვეყანაში. გადავწყვიტეთ, რომ მოძრავი კარავი დღეს აქ დავდგათ. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, შეუძლია მოვიდეს ამ კარავთან",- განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ირაკლი კვარაცხელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის ბოლოს აქტივისტები სამოქალაქო კოალიციის დაფუძნებას გეგმავენ. 

Акция протеста перед зданием администрации в Зугдиди
© photo: Sputnik / Nika Lataria
Акция протеста перед зданием администрации в Зугдиди

საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბათუმის, თბილისისა და თელავის მსგავსად, საპროტესტო კარვების დადგმა სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება.

სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნიის  შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს ამ დრომდე მართავენ.

ნიკა ლატარია

 

7
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნინო ლომჯარია

ლომჯარია მთავრობას პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობაზე რეაგირებას სთხოვს

9
(განახლებულია 16:56 20.01.2021)
საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით  საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. უკანასკნელი თვეების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებების ადმინისტრაციისა და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარასა და აგრესიას, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარია: „მაყურებლების“ გარეშე პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებთანაც ვერ საუბრობენ>>

„ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისი ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც „ციხის მაყურებლები“ ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.

„აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა“, - ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.

კრიმინალური სუბკულტურა და ძალადობა საქართველოს ციხეებში: ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში>>

როგორც მან აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ: საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად; საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის.

ლომჯარია მიმართავს საქართველოს პროკურატურასაც, რომ დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.

ლომჯარიას განცხადებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს (CPT), რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.

9