სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გაგრძელებას მიესალმება

63
(განახლებულია 17:22 22.12.2020)
აქამდე დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების შესწავლა პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლო და კოდექსი არ ითვალისწინებდა მასალის ასლების გადაცემის შესაძლებლობას.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალები მისი ოჯახისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას – მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს საქმის მასალებს. შესაბამისად, დაზარალებულ მხარეს მიეცა უფლება, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოითხოვოს პროკურატურიდან.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე: საკონსტიტუციო სასამართლო და ოჯახის მოთხოვნები>>>

ზვიად გამსახურდიას ოჯახმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 2018 წელს მიმართა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას. ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე. ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი“, – დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ საკუთარ Facebook-გვერდზე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ოჯახს თვითმკვლელობის შესახებ გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ გამსახურდია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. ოჯახის ზეწოლის შედეგად 2015 წელს პროკურატურამ საქმის გამოძიება „განზრახ მკვლელობის" მუხლით განაახლა. 

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს.

ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

მაშინდელმა გამოძიებამ თვითმკვლელობის ვერსია წამოაყენა, მაგრამ გამსახურდიას მომხრეები და ოჯახის წევრები ამ ვერსიას არ იზიარებენ.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

63

ხმაურიანი კვირა: თბილისში აკრძალვები გააპროტესტეს - ფოტო

9
  • კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
  • აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
  • მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
  • მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
  • აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
  • აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
  • ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
  • მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
  • აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
  • აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
  • თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
  • ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს
კვირას მთელი დღის განმავლობაში საზოგადოების ნაწილი სამთავრობო შენობებთან ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებს აპროტესტებდა. დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში

დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა - საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს საკომენდანტო საათი. უამრავი ბიზნესი და ადამიანები მომსახურების სფეროში კარგავენ შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.

9
  • კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
    © Sputnik / STRINGER

    კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა

  • აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
    © Sputnik / STRINGER

    აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა

  • მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
    © Sputnik / STRINGER

    მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები

  • მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
    © Sputnik / STRINGER

    მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე

  • აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
    © Sputnik / STRINGER

    აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა

  • აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
    © Sputnik / STRINGER

    აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს

  • ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
    © Sputnik / STRINGER

    ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს

  • მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
    © Sputnik / STRINGER

    მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები

  • აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
    © Sputnik / STRINGER

    აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა

  • აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
    © Sputnik / STRINGER

    აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა

  • თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა

  • ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს

ტესტირება კორონავირუსზე

COVID-19 საქართველოში 25 იანვრის მონაცემები

35
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 243.396  ადამიანი, გარდაიცვალა – 3.071, კარანტინის რეჟიმშია 515, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.223პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 402 ადამიანი იმყოფება

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.816-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 243.396  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.311), გარდაიცვალა – 3.071  (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 515, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.223პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 402 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 6.868 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.686, PCR ტესტით – 4.182.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6868, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2.686, PCR ტესტით - 4.182

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა

35
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
Google-ს ლოგოტიპი

Google-მ ამბიციური პროექტი დახურა: დასახელდა მიზეზები

0
(განახლებულია 11:25 25.01.2021)
ახალი პროექტი, რომელიც გასულ წელს წარმატებით გამოიცადა, კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, მეტად სარისკოა

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. კომპანია Alphabet–მა, რომელიც Google–ს ეკუთვნის,  შეწყვიტა პროექტი Project Loon–ი, რომლის მიზანიც სტრატოსფერული ბურთების მეშვეობით ინტერნეტზე უსადენი წვდომის ქსელის შექმნა იყო, ნათქვამია პროექტის ოფიციალურ საიტზე.

Loon–ის გენერალური დირექტორი ალასტერ ვესტგარტი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ კომპანიამ ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობით პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად ვერ ამცირებდა ხარჯებს.

„რადიკალურად ახალი ტექნოლოგიების შექმნა მეტად სარისკოა თავისი არსით“, — განაცხადა ვესტგარტმა.

აღსანიშნავია, რომ Project Loon–ი გასულ წელს წარმატებით გამოიცადა, რა დროსაც კენიაში 35 აეროსტატი გაუშვეს. თითოეული ბურთი დაახლოებით 80 კვადრატულ კილომეტრს ფარავდა.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა