Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სოფო ნიჟარაძის საახალწლო სამზადისი – როგორ მორთო ამერიკაში სახლი მომღერალმა?

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა კაშკაშა ვარსკვლავმა საკუთარი სახლი ზღაპრულად მორთო. ნახეთ როგორ გამოიყურება სოფოს საახალწლო დიზაინი.

რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრისა და ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა.

აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. ახლა სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებით ბედნიერები არიან. მასმედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. მომღერლის Instagram-ზე პასიურობა სულ უფრო იგრძნობა, თუმცა ხანდახან თაყვანისმცემლების განებივრებას „სთორებით“ მაინც ცდილობს.

ცნობილი მომღერალი ამერიკაში საცხოვრებლად გაემგზავრა. რამდენიმე თვის მანძილზე ის ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებას მალავდა, მოგვიანებით კი პანდემიის გამოცხადებას დაასწრო და ამერიკაში გაფრინდა. სოფო ნიჟარაძის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დადგა. მან ოცნება აიხდინა, ქალიშვილი ამერიკაში გააჩინა. ახლა კი საახალწლოდ მორთულ ქუჩებში სეირნობს.

ვირტუალურ სივრცეში პასიურობამ სოფოს მიმართ ყურადღება გაზარდა. ამას ისიც განაპირობებს, რომ მომღერალი საკუთარ ბედნიერებას საგულდაგულოდ მალავს. მიუხედავად ამისა, მან თაყვანისმცემლებს საკუთარი სახლის საახალწლო დიზაინი გაუზიარა. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ არტისტის სახლს მოკრძალებული ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები ამშვენებს.

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავს მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.

ყველა ახალი ამბავი
0