ანუკი არეშიძემ საკუთარი ბედნიერება „ფოლოვერებს“ გაუზიარა. დიზაინერმა მისი პირადი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ფერადი მოგონება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ჩემი პატარა სიყვარული უკვე 2 თვისაა“, – წერს ანუკი. როგორც აღმოჩნდა, კალაძეების ოჯახში მატებაა. ანუკიმ რამდენიმე უსაყვარლესი ფოტო და ვიდეო გაასაჯაროვა.
View this post on Instagram
ყველასათვის ცნობილია, რომ კახა კალაძის ოჯახი ცხოველების დიდი მოყვარულია. წყნეთში თბილისის მერი და დიზაინერი ანუკი არეშიძე ოთხ ვაჟთან და შვიდ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. ახლა მათ ოჯახს რამდენიმე ლეკვი დაემატა, რასაც ანუკი არეშიძე დიდი სიხარულით უზიარებს Insta–მეგობრებს. მათმა საყვარელმა ფრანგულმა ბულდოგმა რამდენიმე ლეკვი გააჩინა და ამის გამო კალაძეების ოჯახში დიდი ჟრიამული ატყდა. ახლა კალაძეების ვაჟებს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. ბიჭები, ყველაზე უმცროსი ძმის აღზრდის გარდა, ლეკვების მოვლითაც არიან დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ძაღლებს უვლიან ან მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს.
ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე ბიჭების გარემოცვაში იწყება და სრულდება. ნიკოლა კალაძე კი სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ყოველდღე ფანჯარასთან ელოდება. კახა კალაძეს და ნიკოლას განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება აკავშირებთ.
ახლა მათი პირადი ცხოვრება ბევრად დატვირული გახდა. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და ბესიკის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის, გოგოლის, ჩუბინაშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III დასახლების I მიკრორაიონის, ილია სუხიშვილის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის და გუმათჰესის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე დღეს კოვიდპანდემიასა და ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო კრიზისს განიხილავენ.
განხილვა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით.
სტრასბურგში ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატები დილიდანაა დანიშნული.
ქართული დელეგაციის წევრები სხდომის მონაწილეებს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას გააცნობენ.
როგორც საქართველოს დელეგაციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქართული მხარე საერთაშორისო წარმომადგენელებს ასევე გააცნობს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით მიაღწია.
ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია გულშემატკივრის კენჭისყრით „ვითიბის“ერთიანი ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში კანდიდატების გაფართოებულ სიაში მოხვდა.
ქართველ კალათბურთელს გამოკითხულთა 10,6%–მა მისცა ხმა. შენგელიამ გაუსწრო ნიკოლა მილუტინოვს (8,6%) და დაუთმო მაიკ ჯეიმსს (67,5%), რომელმაც კენჭისყრა ხმების დიდი სხვაობით, დამაჯერებლად მოიგო.
რეგლამენტის მიხედვით, „ვითიბის“ერთიანი ლიგის გულშემატკივრები თითოეული რუსული კლუბიდან სამ–სამ მოთამაშეს არჩევენ „რუსეთის ვარსკვლავებისა“ და „მსოფლიოს ვარსკვლავების“ ნაკრებებში; ოთხი არარუსული გუნდიდან – სამ–სამ კალათბურთელს „მსოფლიო ვარსკვლავების“ გუნდისთვის.
მას შემდეგ, რაც გაირკვა 66 კალათბურთელის სია, კენჭისყრაში მასმედიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საბოლოო სიის შემადგენლობა 1 თებერვალს გახდება ცნობილი, ხოლო მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.
შენგელია „ცსკა“–ში გასული წლის ზაფხულიდან გამოდის, სადაც ის ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა. ქართველი კალათბურთელის თამაშის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 12.2 ქულას, 4.8 ჩახსნას, 2.1 მიწოდებას, ეფექტურობის კოეფიციენტია 13.