Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დილის შვიდის ნახევარზე მივდიოდი ავტობუსით სამსახურში“ – ქეთი ხატიაშვილის უცნობი ისტორია

© Facebook / Ketevan Khatiashviliქეთევან ხატიაშვილი
ქეთევან ხატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი ხატიაშვილმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც სპორტულ კარიერას თავი დაანება და ჯიბის ფულის საშოვნებლად ნებისმიერ სამსახურს თანხმდებოდა.

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ნანობს, რომ 21 წლის ასაკში სპორტულ კარიერაზე უარი თქვა, რადგან მას შემდეგ ძალიან გაუჭირდა ადაპტირება და ნორმალური სამსახურის შოვნა. როგორც ქეთიმ „იმედის დღეში“ გაიხსენა, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მისი ოჯახი დიდ დიღომში ცხოვრობდა, ამიტომ სამსახურში წასასვლელად ადრე უწევდა ადგომა და ავტობუსით გადაადგილება.

ქეთი ბავშვობაში უკრაინაში ცხოვრობდა, ის დედით უკრაინელია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აქ ადაპტირება გაუჭირდა, თუმცა დაისახა მიზანი და უკვე ტანვარჯიშის რამდენიმე ცენტრი აქვს. ტანმოვარჯიშეა ქეთის ქალიშვილიც, რომელიც დედისნაირი მიზანდასახულია.

„ყველაზე რთული იყო ადაპტაცია, როცა სპორტს თავი დავანებე, ის ხელფასები და პრემიები აღარ მქონდა. ამიტომ საჭირო გახდა სამსახურის მოძებნა. ნებისმიერ სამსახურს ვეძებდი ჯიბის ფულისთვის, ერთ-ერთ ამერიკულ ფიტნეს-ცენტრში დავიწყე მუშაობა. დილის შვიდის ნახევარზე მივდიოდი ავტობუსით სამსახურში და 8 საათიდან ვმუშაობდი. ცოტა შეშინებული ვიყავი მაშინ, მახსოვს, სულ ვფიქრობდი, ახლა რა იქნება და როგორ იქნება“, – გაიხსენა ქეთიმ გადაცემაში.

2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვალვებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. სპორტსმენმა ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი აღმოჩნდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება.

მოცეკვავის ცხოვრებაში პროექტმა ახალი შესაძლებლობები, ცნობადობა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიტანა. მაგრამ პოზიტიურ ჩამონათვალს სამწუხარო ამბავიც მოჰყვა. ქეთევან ხატიაშვილი 2014 წელს ბიზნესმენ ქმარს ლევან ვადაჭკორიას დაშორდა. პირველი ქორწინებიდან წყვილს ერთი ქალიშვილი, 7 წლის ანასტასია ჰყავს. გოგონა დედის ნაბიჯებს მიჰყვება და პატარა ტანმოვარჯიშეა.

ყველა ახალი ამბავი
0