საავადმყოფოს პალატა

COVID-19: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

79
(განახლებულია 17:13 22.12.2020)
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 212.526-ს მიაღწია.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.182-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.064-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 212.526-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 188.408 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.740), კარანტინის რეჟიმშია 470, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.358 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.671 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

79
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
თავისუფალი ჭიდაობა

ცნობილი მწვრთნელი ნუგზარ სხიერელი გარდაიცვალა

10
(განახლებულია 15:54 25.01.2021)
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ სხიერელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ქართულ სპორტულ სამყაროს.

 

თბილისი, 25 იანვარი  – Sputnik.  თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი ნუგზარ სხიერელი 75 წლისა გარდაიცვალა, ნათქვამია  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში. 

სხიერელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლა დააფუძნა. მისი ხელმძღვანელობით სპორტის ამ სახეობაში პირველი ნაბიჯები გადადგეს ისეთმა ცნობილმა სპორტსმენებმა, როგორიცაა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი,  მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი), გენო პეტრიაშვილი (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი) და ა.შ.

2018 წელს  ლადო ხინჩეგაშვილის ინიციატივით, გორში სხიერელის მონუმენტი გაიხსნა. როგორც მაშინ ხინჩეგაშვილმა განაცხადა:

 „ჩემმა მწვრთნელმა ეს დაიმსახურა. მას პატივს სცემენ საქართველოში, მან გორში თავისუფალ ჭიდაობას ჩაუყარა საფუძველი. მანამდე გორში მხოლოდ ძიუდო ვითარდებოდა, თავისუფალი ჭიდაობა კი კარგად არ იცოდნენ. ახლა ჩვენ ერთ–ერთი პირველები ვართ სპორტის ამ სახეობაში. გორელები უცვლელი წევრები არიან ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის და ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე“.

დამსახურებული მწვრთნელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხინჩეგაშვილმა Facebook–გვერდზე დაწერა:

 „შენ გული გაგვიტეხე, შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნები! მშვიდად განისვენე, ლეგენდა! მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენს გვერდით და ყოველთვის იქნებით“.

10
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვამ თურქეთისგან საინჟინრო მოწყობილობები მიიღო

11
(განახლებულია 16:31 25.01.2021)
საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დიდი ხანია, წარმატებით თანამშრომლობენ

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, ტექნიკური საშუალებები საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ წინაშე დასმული დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. 

საქართველომ, შესაძლოა, სამხედრო დრონების წარმოება დაიწყოს>>

ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. 

საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია, მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.

11
თემები:
საქართველოს თავდაცვა