ნანუკა ჟორჟოლიანი

„ცოტა უზრდელობა მგონია...“ ასეთი კომპლიმენტი მიიღო ნანუკა ჟორჟოლიანმა ნიკა გვარამიასგან

701
(განახლებულია 18:43 21.12.2020)
ცნობილი ჟურნალისტი ძალიან კარგ ფორმაშია. ნახეთ როგორ შეიცვალა ნანუკა ჟორჟოლიანი და რატომ დაიმსახურა უფროსის ასეთი კომპლიმენტი.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა იმიჯი შეიცვალა – თმის ფერი შეიცვალა და ახალი ფოტო სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ნანუკას იმიჯი შეუქო და ამასთანავე უცნაური კომპლიმენტი დაუწერა. „ასე უსინდისოდ კარგ ფორმაში ყოფნა ცოტა უზრდელობა მგონია“, – წერს ნიკა გვარამია, რომლის კომენტარსაც სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს.

ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, აპრილის შემდეგ 17 კილოგრამი დაიკლო და ეს 16-საათიანი რეჟიმით მოახერხა. ახლა კი 24 საათში 18 საათი შიმშილობს და სასურველ წონას ადვილად ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ ჭამს ხაჭაპურს, ნამცხვარს და ყველა იმ საკვებს, რაზეც ადრე საკუთარ თავს უარს ეუბნებოდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.

ექსტრავაგანტული ჟურნალისტი ბევრი ადამიანის ყურადღებას მარტივი ხერხით იქცევს. მისი შვილები, პირადი ცხოვრება და ოჯახის წევრები მუდმივი განხილვის საგანია.

701
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2642)
გიორგი გახარია და ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ განყოფილებაში

COVID–ის მესამე ტალღისთვის მზადება: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი განყოფილება ამოქმედდა

4
(განახლებულია 16:33 25.01.2021)
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სპეციალური კოვიდგანყოფილება პაციენტებს უმაღლესი დონის სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 400 პაციენტის მიღებას შეძლებს, იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.

საქართველო ვაქცინაციისთვის მზადაა – პრემიერი>>

პროექტი მთლიანად სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული და მისი ღირებულებაა 8 მლნ ლარი. უახლესი სამედიცინო აღჭურვილობის ახალი განყოფილება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაათვალიერეს.

გახარიას განცხადებით, პროექტი უმოკლეს დროში განხორციელდა, რადგან ვირუსის მეორე ტალღამ აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამატებითი სარეანიმაციო საწოლების მობილიზაცია, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ქვეყანაში მათი დეფიციტი არ იყოს.

ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის კოვიდგანყოფილება ელექტრო და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა და კრიტიკულ-გადაუდებელი სუნთქვის აპარატებითაა აღჭურვილი და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ამ ეტაპზე კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება.

ამას გარდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამი დამატებითი ჟანგბადის ბლოკი დაემატა, რაც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ჟანგბადის უწყვეტ და ცენტრალიზებულ მიწოდებას.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღემდე 250 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 243 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა – 3071.

ქართველი ეპიდემიოლოგები COVID-19–ის მესამე ტალღას თებერვლის მეორე ნახევარში პროგნოზირებენ. ამის თავიდან ასაცილებლად ისინი მთავრობას მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაში აუჩქარებლობას, ხოლო მოსახლეობას – ყველა მოქმედი წესისა და რეკომენდაციის დაცვას ურჩევენ.

4
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში
თავისუფალი ჭიდაობა

ცნობილი მწვრთნელი ნუგზარ სხიერელი გარდაიცვალა

14
(განახლებულია 15:54 25.01.2021)
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ სხიერელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ქართულ სპორტულ სამყაროს.

 

თბილისი, 25 იანვარი  – Sputnik.  თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი ნუგზარ სხიერელი 75 წლისა გარდაიცვალა, ნათქვამია  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში. 

სხიერელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლა დააფუძნა. მისი ხელმძღვანელობით სპორტის ამ სახეობაში პირველი ნაბიჯები გადადგეს ისეთმა ცნობილმა სპორტსმენებმა, როგორიცაა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი,  მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი), გენო პეტრიაშვილი (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი) და ა.შ.

2018 წელს  ლადო ხინჩეგაშვილის ინიციატივით, გორში სხიერელის მონუმენტი გაიხსნა. როგორც მაშინ ხინჩეგაშვილმა განაცხადა:

 „ჩემმა მწვრთნელმა ეს დაიმსახურა. მას პატივს სცემენ საქართველოში, მან გორში თავისუფალ ჭიდაობას ჩაუყარა საფუძველი. მანამდე გორში მხოლოდ ძიუდო ვითარდებოდა, თავისუფალი ჭიდაობა კი კარგად არ იცოდნენ. ახლა ჩვენ ერთ–ერთი პირველები ვართ სპორტის ამ სახეობაში. გორელები უცვლელი წევრები არიან ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის და ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე“.

დამსახურებული მწვრთნელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხინჩეგაშვილმა Facebook–გვერდზე დაწერა:

 „შენ გული გაგვიტეხე, შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნები! მშვიდად განისვენე, ლეგენდა! მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენს გვერდით და ყოველთვის იქნებით“.

14